რას განიცდის ქალი სექსუალური შევიწროების და ძალადობის დროს – ამ საკითხს დაეთმო „მთავარი არხის“ ეთერში დილის გადაცემა, რა დროსაც სამოქალაქო აქტივისტმა, ანა სუბელიანმა ძალადობაზე საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, წლების შემდეგ ამაზე საჯაროდ მხოლოდ იმიტომ საუბრობს, რომ საზოგადოებას საკუთარი მაგალითით აჩვენოს, რომ ქალები დუმილის გამო არ უნდა გაკიცხონ.
„ახლა მომინდა დეტალების გარეშე გაგიზიაროთ ჩემი პირადი გამოცდილება, რომელმაც დღეს მგონია, რომ ტრავმისგან დამიცვა.
ეს იყო სექსუალური ძალადობის, გაუპატიურების შემთხვევა, რომელიც მე თავის დროზე, საერთოდ ვერ გავიაზრე, რომ დამემართა.
მაშინ ვიყავი უმწეო მდგომარეობაში და წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ მქონდა.
რატომ არის ჩემი გამოცდილება საინტერესო? თუკი მე მანამდე მქონდა თეორიული ცოდნა ამ ყველაფრის შესახებ, რაზედაც ვსაუბრობთ, რომ ადამიანს შესაძლოა, მართლაც წლები დასჭირდეს თავისი გამოცდილების გასააზრებლად. ამ მოვლენიდან დაახლოებით, 2 წლის განმავლობაში, კვლავ ვიძახდი, რომ როგორ გამიმართლა, რომ არ მაქვს მძიმე სექსუალური ძალადობის გამოცდილება.
შემდეგ რაღაც მსგავსმა ამბავმა, რომელიც სხვა ქალისგან მოვისმინე, ასე ვთქვათ „ტრიგერის“ როლი შეასრულა, აბსოლუტურად აღდგა ეს მოვლენა და მიხვდი, რომ თურმე როგორ იმუშავა გონებამ და როგორ დაარქვა ამ შემთხვევას აბსოლუტურად სხვა სახელი.
საინტერესოა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ამ ადამიანთან მქონდა მხოლოდ და მხოლოდ თბილი შეხვედრა, რადგან ჩემს ცნობიერებაში ეს მოვლენა დაბლოკილი მქონდა, საერთოდ, არ მახსოვდა. მეგონა ჩვეულებრივ მოვყვებოდი, მაგრამ მაინც ავღელდი..
ეს იყო ჩემთვის გაკვეთილი, რომელმაც ბევრად უფრო ემპათიური გამხადა ქალების მიმართ, რომელთაც მსგავსი გამოცდილება აქვთ. ეს ახლა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გაგიზიარეთ, რომ მართლა გასაგები გავხადო, არ გაკიცხოთ ქალები იმის გამო, რომ წლების შემდეგ საუბრობენ ამაზე.
“ეს იყო გაუპატიურების შემთხვევა…” | ანა სუბელიანი ძალადობაზე საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს
“ეს იყო გაუპატიურების შემთხვევა…” | ანა სუბელიანი ძალადობაზე საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს
Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on ოთხშაბათი, 29 მარტი, 2023
ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ამ ადამიანს საჯაროდ არ ვასახელებ არის ის, რომ ამ ადამიანთან საუბრის საშუალება მომეცა, მას შემდეგ რაც გავიაზრე რა მოხდა, მე ვიგრძენი, მართლა ძალიან დიდი, გულწრფელი სინანული, სირცხვილი, აღიარება და იმის მზაობა, რომ თავისი გამოცდილება (თურმე მასაც არ ჰქონდა გამოცდილი, რა მოხდა) სხვა კაცებისთვისაც გაეზიარებინა..“, – თქვა მან.