LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს იყო პროვოკაცია” – რუსებმა საგუშაგოზე თავიანთი ჯავშანტრანსპორტიორი დააყენეს, შემდეგ კი თავადვე ააფეთქეს

148
BeFunky-collage (4)

რუსეთ-უკრაინის საზღვარზე ოკუპანტებმა პროვოკაცია მოაწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას სუმის რეგინული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.

დმიტრო ჟივიცკის განცხადებით, რიჟივკას საგუშაგოზე რუსებმა თავიანთი ჯავშანტრანსპორტიორი დააყენეს, შემდეგ კი თავადვე ააფეთქეს. მისივე თქმით, ეს იყო “წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია”.

“მიზანი იყო რუსული მედიისთვის სურათის შექმნა, თითქოს უკრაინელებმა გაანადგურეს მათი ჯავშანტექნიკა, თუმცა რუსებმა ეს თავად გააკეთეს”, – აღნიშნა ჟივიცკიმ.

მისივე თქმით, რუსებმა შურისძიების მიზნით უკრაინის სასაზღვრო გამშვები პუნქტი დაწვეს.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g