LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს იყო სამუშაო შეხვედრა, რაც შეეხება ორ სახელმწიფოს შორის პოლიტიკურ ურთიერთობებს, ჩვენ კვლავ მოლოდინის რეჟიმში ვართ“ – შალვა პაპუაშვილი ლაშა დარსალიას აშშ-ში შეხვედრაზე

213
შალვა პაპუაშვილი ლაშა დარსალიას აშშ-ში შეხვედრაზე

ეს იყო სამუშაო შეხვედრა, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებს ეხება – რაც შეეხება ორ სახელმწიფოს შორის პოლიტიკურ ურთიერთობებს, ჩვენ კვლავ მოლოდინის რეჟიმში ვართ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ბრენდან ჰანრაჰანს შორის გამართული შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოსა და აშშ-ის საგარეო უწყებებს შორის სამუშო ურთიერთობა ჩვეულებრივად მიმდინარეობს. 

მისი განცხადებითვე, მმართველი გუნდი მზაობას გამოთქვამს, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები გადაიტვირთოს.

ლაშა დარსალია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდა

როგორც უწყებაში განმარტავენ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

„აშშ-სა და საქართველოს საგარეო უწყებებს შორის სამუშაო ურთიერთობა ჩვეულებრივად მიმდინარეობს. ეს იყო სამუშაო შეხვედრა, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებს ეხება. რაც შეეხება ორ სახელმწიფოს შორის პოლიტიკურ ურთიერთობებს, ჩვენ კვლავ მოლოდინის რეჟიმში ვართ. მნიშვნელოვანია მზაობა, რომელიც ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან არსებობს. ჩვენი მზაობაა, რომ დავივიწყოთ ის მავნე პრაქტიკა, რომელსაც წინა ადმინისტრაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებდა – მათ შორის, არჩევნებში ჩარევის გზით, რასაც ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას წარმოადგენდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ ეს ფურცელი გადაიშალოს და საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები გადაიტვირთოს“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ცნობისთვის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიასა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ბრენდან ჰანრაჰანს შორის შეხვედრა გაიმართა.

როგორც საგარეო უწყებაში განმარტავენ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g