LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ჯილდო ეკუთვნის მომავალ თაობას, რომ განათლებით, სწორი ღირებულებებით შექმნათ მომავლის საქართველო“ – იზა ომაძე

193
Untitled design (2)

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ვერაზე მოკლული 22 წლის ნიკო კვარაცხელიას ღირსების მედლით დააჯილდოვა. ღონისძიებაზე იმყოფებოდა ნიკოს დედა იზა ომაძე, რომელმაც პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.

მისი განცხადებით, ეს ჯილდო ეკუთვნის ახალგაზრდებს, რადგან განათლებით, სწორი ღირებულებებით და თავისუფალი სამყაროსკენ სწრაფვით შექმნან მომავლის საქართველო.

„არ ვიცი, რამდენი დღე დამრჩა, როგორც პრეზიდენტს, მაგრამ ჩემთვის ძალიან ღირებული იქნება, ჯილდოს ბოლოჯერ გადაცემა ასეთი ადამიანისთვის“ – სალომე ზურაბიშვილმა ნიკო კვარაცხელია ღირსების მედლით დააჯილდოვა

„მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ნიკოს დაფასებისთვის, შეფასებისთვის.

მე ნიკოზე საუბარი მიჭირს. მინდა, მოვიშველიო მისი მეგობრის, გიორგი ჩახნაშვილის სიტყვები: „ნიკო არ იყო სტივ ჯობსი, ილონ მასკი ან ჯეფ ბეზოსი.. ის იყო უფრო მეტი, ნიკო იყო მომავალი“.

გიორგი ჩახნაშვილის ეს სიტყვები გახდა ინსპირაცია იმისა, რომ ნიკოს საქმიანობა ჩვენ გაგვეგრძელებინა მომავალში, მომავალ თაობასთან ერთად.

ეს დიდი ჯილდო ეკუთვნის მომავალ თაობას, ახალგაზრდებო – გეკუთვნით თქვენ, რომ განათლებით, სწორი ღირებულებებით და თავისუფალი სამყაროსკენ სწრაფვით შექმნათ მომავლის საქართველო. წარმატებები მინდა გისურვოთ ყველას.

ქალბატონო პრეზიდენტო, მინდა დაგიდასტუროთ ჩემი დიდი პატივისცემა და ძალიან დიდი მადლიერება“, – განაცხადა იზა ომაძემ.

 

 

Posted by Khatuna Maghlakelidze on Wednesday, October 11, 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g