LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს კაცი ერთადერთია, ვინც ქმნის ხარისხიან ჟრუანტელს საქართველოში“ – უამრავი ნახვა უმოკლეს დროში და პირველი ადგილი ტრენდებში – სტეფანეს ახალი ნამუშევარი – „ჩემზე არის ეს სიმღერა“

928
page

ორი დღის წინ სტეფანემ ახალი სიმღერა, „ჩემზე არის ეს სიმღერა“ გაავრცელა. პრემიერასთან დაკავშირებით მომღერალი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს:

„სექტემბერში უნდა დამედო, მაგრამ რაც კონცერტის რეკლამაზე პატარა ნაწილი დავდეთ, იმის მერე სულ მწერდნენ სრული ვერსია დადეო.
დღეიდან ყველა პლატფორმაზე შეგიძლიათ მოისმინოთ ჩემი ახალი სიმღერა 
Update:
იდეა მქონდა და არანჟირება ერთ საათში გავაკეთეთ, გვაჯიმ ბასზე დაუკრა, მე კლავიშზე და იქით ოთახში რეპეტიცობდა ჩვენი ძმა Levan Loudadze და გიტარაც ჩაწერა.
1 საათში გაკეთებული ტრეკია :))“ – წერს მომღერალი.

ახალი ტრეკი ოფიციალურად ყველა სთრიმინგ პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი, ამის შესახებ ინფორმაცია გიორგი გვარჯალაძემ გაავრცელა.

აღსანიშნავია, რომ ახალი ნამუშევარი გამოსვლიდან უმოკლეს დროში ტრენდებში პირველ ადგილზე განთავსდა. ვიდეოს „იუთუბზე“ უკვე 55,664 ნახვა აქვს დაგროვილი.

„ეს კაცი ერთადერთია, ვინც ქმნის ხარისხიან ჟრუანტელს საქართველოში“, „სტეფანე ერთადერთი ცოცხალი ხარ ამ დაპაუზებულ ქვეყანაში“, „სტეფანე ️ წლების უკან როცა ამობრწყინდა მისი განსხვავებული სტილით … არასოდეს არ ჩამქრალა, სულ ანათებს“,– არ წყდება კომენტარებში

„გენები“: რა მოხდა სტეფანეს კონცერტზე – მომღერალი საინტერესო კადრებს გვიზიარებს

ვიდეო: „გილოცავ ჩემო სიყვარულო“ – იუბილარი სტეფანე მღებრიშვილი უამრავ მილოცვას იღებს

ფოტო: სტეფანეს და მაია დარსმელიძის ქალიშვილი დევიდ გევორქოვის ახალი კოლექციის სახეა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები