ვახო სანაია სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოებს, რომელთა შემხედვარეც გულგრილი ვერავინ დარჩება. ეს არის „ვაშინგტონ პოსტის“ მიერ გადაღებული ფოტოები უკრაინაში, სადაც ჩანს, როგორ ემშვიდობება მატარებელში მჯდომ ცოლ-შვილს ოდესაში მცხოვრები ქართველი, გიორგი ქებურია.
ქართველი ჟურნალისტი წერს:
„უკრაინაში შედევრი გადაიღო „ვაშინგტონ პოსტის“ ფოტოგრაფმა. კინოა ❤
რა საინტერესოა, რომ ეს კაცი ქართველი აღმოჩნდა. გიორგი ქებურია. ემშვიდობება ცოლს – მაიას და შვილებს, რომლებიც ჩასვა ლვოვის მატარებელში.
ფოტოები გადაღებულია 5 მარტს ოდესაში. დევს ვაშინგტონ პოსტის ვებგვერდზე. ატვირთული აქვს სიენენსაც…“
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: