“ეს კანონი გაანადგურებს მეცნიერებას”, – ასე აფასებს “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს ისტორიკოსი დათო ჯიშკარიანი.
როგორც მან გადაცემაში “რეალური სივრცე” განაცხადა, ამ დარგში არსებული ფინანსები არ არის საკმარისი კვლევისთვის.
“თუ ადამიანებს არ ექნებათ უცხოური რესურსების წვდომის საშუალება, ეს ადამიანები იმ კერძო უნივერსიტეტებშიც ვეღარ ასწავლიან, სადაც კაპიკებს უხდიან და ზოგ-ზოგიერთი პოლიტიკოსი მილიონებს შოულობს განათლებით. აქედან გამომდინარე, ყოველგვარი კორექტული საუბრის გარეშე რომ ვთქვა ეს კანონი გაანადგურებს მეცნიერებას”, – განაცხადა დათო ჯიშკარიანმა.
როგორც ისტორიკოსი ვარაუდობს, საბოლოოდ, აღნიშნული კანონი ქვეყნის გაღარიბებას გამოიწვევს.
ცნობისთვის, ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას პარლამენტი ხვალიდან დაუბრუნდება.