LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს კანონპროექტი ჩანასახშივე ბოროტებაა, ახლა არ უნდა დავუშვათ.. ჩვენი თაობის ბედიც რუსთაველის გამზირზე დგომა ყოფილა, 19:00 საათზე ისევ იქ!“ – დათო გორგილაძე

154
დათო გორგილაძე

„ეს კანონპროექტი ჩანასახშივე ბოროტებაა“, – ასე ეხმიანება მწერალი და ჟურნალისტი დათო გორგილაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, რომლის პირველი მოსმენით განხილვაც დღეს პარლამენტში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

დათო გორგილაძე: „როცა ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ „ევროპა ჩვენც გვინდა, მაგრამ…“ აი, რას გულისხმობენ: მართლაც უნდათ, ოღონდ საკუთარი თავისთვისა და მათი ოჯახებისთვის. ქვეყნისთვის – არა“

დათო გორგილაძე მოქალაქეებს, 19:00 საათზე პარლამენტთან დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.

„ნუ დარჩები სახლში, გამოდი გარეთ! რუსული კანონი გვეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს!“ – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია დღეს, 19:00 საათზეც გაიმართება

„თუ მიიღებენ, მალე, ისევე როგორც რუსეთში, ბევრი მეტასტაზი დაემატება და უფრო დიდი ბოროტება იქნება, რომელსაც ან გავანადგურებთ, ან ვერ. უფრო ვერ.

ამიტომაც, ახლა არ უნდა დავუშვათ. ჩვენი თაობის ბედიც რუსთაველის გამზირზე დგომა ყოფილა.

19:00 საათზე ისევ იქ!“, – წერს დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში.

ეს კანონპროექტი ჩანასახშივე ბოროტებაა. თუ მიიღებენ, მალე, ისევე როგორც რუსეთში, ბევრი მეტასტაზი დაემატება და უფრო დიდი…

Posted by Dato Gorgiladze on ორშაბათი, 15 აპრილი, 2024

ცნობისათვის, სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია ლოზუნგით – „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“, პარლამენტთან 19:00 საათზე გაიმართება.

ქეთათო ჩარკვიანი: „ღმერთმა არ ქნას, ეს კანონი მიიღონ, ყველაფერს ერთი ხელის მოსმით დავკარგავთ“

პოპულარულები