„ყველა დიდმა თუ პატარა კრიზისული გამოვლინება აჩვენებს, რომ ეს ხელისუფლება ისტორიულ სანაგვეზეა მოსასროლი“, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა, რომან გოცირიძემ დასავლეთ საქართველოში დიდთოვლიანობისგან გამოწვეულ პრობლემებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ ეთერში აღნიშნა, ასეთი ხელისუფლების პირობებში „ვერც უამინდობის, ვერც დემოკრატიის, ვერც ეკონომიკის პრობლემა ვერ მოგვარდება“.
„ყველა დიდმა თუ პატარა კრიზისული გამოვლინება აჩვენებს, რომ ეს ხელისუფლება ისტორიულ სანაგვეზეა მოსასროლი. ასეთი ხელისუფლების პირობებში ვერანაირ პრობლემას ვერ გადაჭრი, ვერც უამინდობას, ვერც დემოკრატიის, ვერც ეკონომიკის. ამ ერთმა ფაქტმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა რა ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე“, – აღნიშნა გოცირიძემ.
მისივე თქმით, დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად საკოორდინაციო შტაბი მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა თვით ინიციატივა გამოიჩინეს.
„ხელისუფლების უნარი ექსტრემალურ სიტუაციებში ვლინდება. ქვეყანაში რამდენჯერაც შეიქმნა პრობლემა, იმდენჯერ განიცადა კატასტროფული მარცხი. ფაქტობრივად, ეს არის იმ ადამიანების გაწირვა, რომლებიც ამ სტიქიებს მსხვერპლია.
გამოჩნდა, რომ ხელისუფლება არ არსებობს, საქართველო არ არის ციმბირი, ეს არის ერთი პატარა კუთხე გურია იქნება თუ იმერეთი, სადაც მსგავსი უამინდოების თავიდან აცილებისთვის ხელისუფლება მზად უნდა იყოს მომენტალური რეაგირებისთვის, არაფერმა იმუშავა. შტაბები შექმნეს მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა თვითინიციატივა გამოიჩინეს. ქუჩის აქციებმა ქვეყანა გაზარდა. ხალხის გადასარჩენად დაირაზმა ხალხი. ამის შემდეგ შექმნეს რაღაც შტაბი. გამოკეტილი სხედან და ყავას სვამენ, შტაბის მუშაობის შედეგი რა არის?“, – განაცხადა გოცირიძემ.