ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულება მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებით აღჭურვილი არ არის. მისივე თქმით, გლდანის საავადმყოფოში თავად იმყოფებოდა რამდენიმე ხნის წინ.
ამასთან, მანვე აღნიშნა, რომ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ინტენსიური თერაპიის შესაძლებლობაა და რეანიმაციების ბრიგადაც მობილიზებულია.
„ინტენსიური თერაპია ნიშნავს მიმდინარე პერიოდში კარდიალურ ფუნქციებზე დაკვირვებას, ასევე გადასხმების უზრუნველყოფას ინტენსიური თერაპიის სხვა შესაძლებლობების გამოყენებას, თუკი ამის საჭიროება დადგება.
თუმცა ეს კლინიკა არ არის მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებით აღჭურვილი და ბუნებრივია, შესაძლებელია დახმარება დასჭირდეთ“, – განაცხადა გაბუნიამ.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მინისტრის მოადგილემ კითხვაზე არ უპასუხა და მედია პენიტენციურ დაწესებულებასთან გადაამისამართა.
მელია: დღეს ვიკრიბებით პარლამენტთან 19:00 საათზე, მნიშვნელოვანია არდაღლა, ბრძოლა ორგანიზებულად