ზალიკო ბერგერი თბილისის მერის ბავშვობის მეგობარია და მისი მიწვევით გუშინდელ ღონისძიებას დაესწრო. „ქართულმა ოცნებამ“ კალაძე თბილისის მერობის კანდიდატად უკვე მეორედ დაასახელა და ის თვითმმართველობის არჩვენებში პარტიის სახელით ისევ ამ თანამდეობობისთვის იბრძოლებს.
ზალიკო ბერგერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბავშვობის მეგობრის მხარდასაჭერად მივიდა, ხოლო პოლიტიკური განცხადებებისგან თავი შეიკავა.
მოგვიანებით, მან სოციალურ ქსელში კახისთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ნინა წკრიალაშვილი ამ ფოტოს მიესალმა და დაწერა: „რა ხალხი“, რაზეც რეჟისორმა დავით იმედაშვილმა უპასუხა: „ეს კომენტარი ჩაგიდეს?“. რეჟისორის ამ რეპლიკას მომღერალი მხოლოდ ღიმილით გამოეხმაურა.