მსახიობი ეთო გუგავა სოციალურ ქსელში უკრაინელ დის შესახებ წერს, რომელიც ომში იბრძვის და დღეს დაბადების დღე აქვს. მისი განცხადებით, „ეს ლამაზი გოგონა, ხელჩართული ბრძოლის უკრაინის 51 გზის ჩემპიონია“.
„ერთ დღეს, როცა უკრაინელი გოგონა 12 წლის იყო, სახლში შემთხვევით საბუთები და სხვა ბავშვის ფოტოები აღმოაჩინა.. ზუსტად იმ დღეს მის სახლში ტელეფონის ზარი გაისმა. ზარი საქართველოდან იყო და მაშინ შევიტყვეთ ორივემ, რომ მე მისი, ხოლო ის ჩემი და იყო.
მიუხედავად დიდი სურვილისა, არასდროს გვინახავს ერთმანეთი, თუმცა მიუხედავად ამისა, მან თავისი შვილი მანდო და სულ არ ეშინია ომის, რადგან იცის რომ უფროსი და ჰყავს და ძალიან ვეიმედები..
ეს ლამაზი გოგონა, რომელიც ხელჩართული ბრძოლის უკრაინის 51 გზის ჩემპიონია დღეს იუბილარია.
აქაც როგორი დამთხვევაა, ორივე 6 რიცხვში ვართ დაბადებულნი
ხოდა მინდა მივულოცო და ვუსურვო მალე ჩაეხუტოს შვილს და უფროს დას..
მინდა მალე დასრულდეს ომი მის ქვეყანაში და მშვიდად იცხოვროს..
მინდა მის შვილთან, (რომელსაც როგორ გავატან არ ვიცი) მშვიდობიან და აყვავებულ ქვეყანაში იცხოვროს.
З Днем народження, сестро
Рената Добржанская“, – წერს ეთო გუგავა.