ბელგიური პოპ დუო “Konoba” საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. “Konoba”-მა ინსტაგრამის სთორიში პუტინის პოლიტიკა გააკრიტიკა და საქართველოს ტურიზმის განვითარებაში მხარდაჭერა გამოუცხადა.
“სამი დღის წინ ქართველმა ხალხმა დაიწყო პროტესტი რუსეთის მიერ თავისი ქვეყნის 20 პროცენტის ოკუპაციის წინააღმდეგ და ქვეყნის ეკონომიკასა და პოლიტიკაზე რუსეთის მზარდი გავლენის წინააღმდეგ. გახსოვდეთ, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისაკენ.”
“რომელიც, რა თქმა უნდა, პუტინს არ მოსწონს… სწორედ ამიტომ მან გადაწყვიტა პროტესტისთვის “ანტი-რუსული პროვოკაცია” ეწოდებინა და შემდეგ მკვეთრად შეეფასებინა იმით, რომ საქართველოში ყველა რუსული რეისი გაეუქმებინა.”
“საკმაოდ “ახვრული” ნაბიჯია… უფრო სწორად “იმას გააკეთებთ რასაც გეტყვით, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგებს ინანებთ.”
“ნებისმიერ შემთხვევაში ეს მათ ტურისტულ ეკონომიკას ძალიან დააზარალებს და მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ. მათ სჭირდებათ, რომ თქვენ ესტუმროთ მათ ლამაზ ქვეყანას და ამით აუნაზღაუროთ დანაკარგი.”
“ეს ლამაზი ქვეყანაა, რომელიც სავსეა შთამბეჭდავი ლანდშაფტებითა და ქალაქებით”.
“საოცარი საჭმლითა და ღვინით”.
“მაგრამ ამავე დროს წარმოუდგენლად სტუმართმოყვარე და მეგობრული ხალხით, რომლებიც ამაყობენ იმით, რომ არიან არაჩვეულებრივი მასპინძლები ყველასთვის, ვინც მათ ქვეყანას სტუმრობს, რუსებისთვისაც კი”.
“თუ ფიქრობ საქართველოს მონახულებაზე, ამის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებისთვის ჩემს პროფილზე არის ბმული“.
“ერთი რამ რაც მინდა ჩემს ქართველ მეგობრებს ვთხოვო. საქართველოში მცხოვრები რუსების ან რუსი ტურისტების უმრავლესობა კარგი ხალხია, რომელთაც უყვართ თქვენი ქვეყანა და თქვენი ტრადიციები. ნუ აიძულებთ გადაიხადო საფასური სულელური გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის, რომელიც მიიღეს მოსკოვში და მათ არანაირი კავშირი არ აქვთ. გააგრძელეთ შესანიშნავი მასპინძლობა, მათ შორის რუსებისთვის. ეს უნდა იყოს ერთობაზე და არა გამონაკლისზე, სიყვარულზე და არა სიძულვილზე”.