“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ მოვლენებს ეხმიანება.
ნათელაშვლის განცხადებით, ის ქმედებები, რომელიც სააკაშვილის მიმართ ხორციელდება, კრიმინალური ანგარიშსწორებაა:
“რაც დღეს ხდება ექსპრეზიდენტის მიმართ, არავითარ კავშირში არ არის სამართალთან.
ეს არის მანიაკალურ-კრიმინალური ანგარიშსწორება, ჩადენილი პირადად ივანიშვილის ორგანიზატორობით, რაზედაც მთელი ეს ხროვა უმკაცრესად აგებს პასუხს”, – წერს ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.