LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს მართლა ნარკომანების და კრიმინალების ბრბო ცდილობს, როგორც დანარჩენი მათი მსხვერპლის, ლექსოს სახელის სიკვდილის შემდეგ გაშავებას: სააკაშვილი

142
1

“რა ნორმალური, გონიერი, ადამიანური ბიჭი ყოფილა და ასეთ ადამიანებს სწირავენ საქართველოში.” – ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში “ტვ პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას შესახებ წერს და ამბობს, რომ ლაშქარავას გარდაცვალება ქვეყნისთვის დიდი დანაკარგია.

მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქპოსტში ხელისუფლებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ “ნარკომანების და კრიმინალების ბრბო ცდილობს, როგორც ყველა დანარჩენი მათი მსხვერპლის, ლექსოს სახელის სიკვდილის შემდეგ გაშავებას”:

“ლექსო ლაშქარავას ბოლო ინტერვიუს ვუყურე.

რა ნორმალური, გონიერი, ადამიანური ბიჭი ყოფილა და ასეთ ადამიანებს სწირავენ საქართველოში. თანაც, ეს მართლა ნარკომანების და კრიმინალების ბრბო ცდილობს, როგორც ყველა დანარჩენი მათი მსხვერპლის, ლექსოს სახელისაც სიკვდილის შემდეგ გაშავებას.

მართლა დიდი დანაკარგია საქართველოსთვის ლექსო და უდიდეს სამძიმარს ვუცხადებ მის დედას, მის ოჯახის წევრებს და ყველა მის ახლობელს.” – წერს სააკაშვილი “ფეისბუქში”.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g