გორში სტალინის გამზირზე დახატული ანტისაოკუპაციო ნახატი წაშალეს. ნახატის ავტორი 17 წლის ავტორი სალომე თინიკაშვილი ამბობს, რომ ნახატი იმ შენობაზე განათავსა, რომელიც 2008 წლის ომის პერიოდში დაზიანდა.
როგორც ნახატის ავტორი აღნიშნავს, მას შემდეგ რაც ნახატი წაშალეს, მან იქ წარწერა განათავსა – “არ აქვს მნიშვნელობა რამდენჯერ წაშლით ნახატს, რუსეთი მაინც ოკუპანტია”.
“მთელი საქართველი ფეხზე დგას, გორი კი კოჭლობს მაშინ, როდესაც უამრავ შენობას ტყვიის თხრილები აქვს, მერიასთან კი 11 წლის წინ გვამები იწვნენ. ქალაქმა უდიდესი ფიზიკური და ფსიქოლოგიური დარტყმა მიიღო, ჩვენ კი ჩუმად ვართ, ,,ყრუდ” ვართ, რასაც რამდენიმე დღის წინ ერთი თვალის ამოცლაც დაემატა. ამ შინაარსის ნახატის წაშლა#სირცხვილია მითუმეტეს მაშინ, როდესაც იქითა კედელზე ნინის გიორგი უყვარს, გიორგი ერისთავის დრამატული თეატრის ფასადი სავსეა წარწერებით და კულტურის ცენტრი, სადაც მრავალი კონცერტი ტარდება და უმრავი მუნიციპალიტეტი თუ ქალაქის მერია ჩამოდის, სავსეა უხამსი სიტყვებით .
ააშენეთ კედელი და ჩემი თაობა დაანგრევს მას, დაე ისე დაიძაბოთ თავისუფალ სიტყვაზე, როგორც არასდროს.
საოცარია წაშალონ ანტისაოკუპაციო ნახატი იქ, სადაც ომის ტყვიების შრამებია და ძალადობრივად ჩაგიხშონ ანტისაოკუპაციო აქცია იმ ქვეყანაში, რომელიც რუსეთისგანაა ნატანჯი,”- წერს ნახატის ავტორი სოციალურ ქსელში.