როგორც იცით, ჯონი დეპისა და ემბერ ჰარდის სკანდალური სასამართლო პროცესი კვლავ განახლდა. ამჯერად დეპი ყოფილ მეუღლეს ტყუილში და თანხების მითვისებაში ადანაშაულებს. ჯონი დეპსა და „აშშ-ს სამოქალაქო თავისუფლების კავშირს“, ACLU-ს შორის ახლა სასამართლო დავა მიმდინარეობს.
სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ტყუილში გამოჭერილი ემბერ ჰარდი სასამართლო პროცესს არ დაესწრება. მისმა ადვოკატმა უარყო ახალი დოკუმენტაციის ავთენტურობა და აცხადებს, რომ ემბერი არ აპირებ აღნიშნული საკითხის განსახილველად სასამართლო უწყებაში გამოცხადებას. ინტერნეტსივრცეში კი ჯონის გულშემატკივრების კომენტარები არ წყდება.
„ტყუილში გამოიჭირეს საბოლოოდ“, „ეს ემბერ ჰარდის კარიერის დასასრულია“, „ჯონი გამარჯვებასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა“, – წერენ კომენტარებში.