LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს მხოლოდ მე თუ დამემართებოდა“ – ალექს უორენი „გრემის“ აუდიოხარვეზზე

146
photo-collage.png (13)

ალექს უორენის პერფორმანსი „გრემის“ დაჯილდოებაზე სოციალურ ქსელებში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა. 25 წლის მომღერლის არითმულ შესრულებას, რაც ტექნიკური ხარვეზებით იყო გამოწვეული ინტერნეტში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა, შემსრულებელმა კი თავად გააზიარა, რა ესმოდა მას რეალურად ყურსასმენებში.

კენდრიკ ლამარის ტრიუმფი და ,,გრემის” 68-ე დაჯილდოების მნიშვნელოვანი მომენტები

უორენმა ჰიტის – Ordinary შესრულება ლოს-ანჯელესის Crypto.com არენის კვების ზონიდან დაიწყო. დარბაზში, მაყურებელთა შორის გავლისას, მუსიკოსმა ყურსასმენის გასწორება სცადა, თუმცა აშკარად ეტყობოდა, რომ აპარატურა მწყობრიდან იყო გამოსული.

მას შემდეგ, რაც მან ყურსასმენი მოიშორა, უორენი ტემპიდან ამოვარდა და ბექ-ვოკალისტებს რამდენიმე ტაქტით ჩამორჩა. თუ დარბაზში მყოფთათვის ხმა მხოლოდ ძლიერი ექოს გამო იყო უხარისხო, ალექსისთვის სიტუაცია გაცილებით რთული აღმოჩნდა. ,,ინსტაგრამზე” გამოქვეყნებულ პოსტში უორენი იმ ქაოტურ ხმას გვასმენინებს, რომელიც მას გამოსვლისას ყურებში ესმოდა.

ვიდეოში მომღერალი ჯერ იმედგაცრუებული იღიმის, შემდეგ კი სახეზე ხელებს იფარებს და გაბრაზებას უხმო ყვირილით გამოხატავს.

პოსტს ასეთი წარწერა აქვს: ,,როცა გრემის სცენაზე დგახარ და ყურებში მხოლოდ ეს გესმის… ასეთი რამ მხოლოდ მე თუ დამემართებოდა”.

მიუხედავად იმისა, რომ ალექსს ,,გრემის” სცენაზე სიმღერისას სერიოზული პრობლემები შეექმნა, გულშემატკივრები და კოლეგები მას თანადგომას უცხადებენ. აღნიშნავენ, რომ ,,საუკეთესო ახალი არტისტის” ნომინანტი გაცილებით ხარისხიან ტექნიკურ მხარდაჭერას იმსახურებდა.

შეგახსენებთ, რომ ალექს უორენმა ,,გრემის” ნომინაცია წელს პირველად მიიღო. ასევე პირველად იმღერა მან ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალურ მოვლენაზე.

,,ჩვენ ერთმანეთის გარეშე არაფერი ვართ“ – ოლივია დინის ემოციური მიმართვა იმიგრანტებს „გრემის“ მოპოვების შემდეგ

,,გრემიზე” ,,საუკეთესო ახალი არტისტის” ნომინანტებმა საოცნებო კოლაბორატორები გამოავლინეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები