LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს მონასტერი არის საპატრიარქოს კუთვნილება. არ მოგწონვარ? გადი ტყეში და იქ ილოცე: მეუფე ანტონი

129
მეუფე ანტონი

ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებს, ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტი ანტონი ბულუხია, ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ ამბოხად აფასებს. მისი განცხადებით, “ჭყონდიდის ეპარქიაში არსებული მონასტერი არის საქართველოს საპატრიარქოს კუთვნილება და თუ ვინმეს ვინმე არ მოსწონს, “ტყეში უნდა გავიდნენ და ილოცონ”.

როგორც მეუფე ანტონმა განაცხადა საპატრიარქოში მღვდელმთავრების შეკრებაზე უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირებმა ერთმანეთის მოსაზრებები შეაჯერეს. მისვე განმარტებით, ჭყონდიდის ეპარქიაში ამბოხებული სასულიერო პირები ცხადია, რომ მეუფე პეტრეს ემორჩილებიან, თუმცა მისთვის გაუგებარია, „მეუფე პეტრეს ეს რაში სჭირდება“.

მღვდელმთავრის განმარტებით, მეუფე სტეფანეს ქმედება აბსოლუტურად სწორია.

„ფაქტი ის, არის რომ ყველა ერთნაირად ვუყურებთ საკითხს. ვხედავთ, რომ ყველაფერი ის, რაც კეთდება, ფაქტობრივად, ამბოხია ეკლესიის წინააღმდეგ. ნელ-ნელა გამოვიკვლევთ თუ ვისგან მართულია, მაგრამ უდავო ფაქტია, რომ ეს ამბოხია. ეს არ არის სამართლებრივ ჭრილში. სჯულის კანონში, რომელზეც ასე იჩემებენ, რომ ძალიან კარგად იციან, წერია, რომ პირადი ცოდვის გამო არ შეიძლება მღვდელმთავარს განუდგე, სანამ ამ კანონს კრება არ მიიღებს. კრებას არ ელოდებიან, ცხადია, რომ მათთვის ინტერესი კრება არ არის. მათი ინტერესია ამბოხი და პროვოკაცია. შემოტანილი აქვთ აპელაციები. ძალიან არაკანონიკურად იქცევიან, ვინაიდან, ეს ბრალდება უფროა, ვიდრე აპელაცია. აპელაციაში მითითებულია, რომ გთხოვთ, განიხილოთ და ა.შ. აქ კი, ბრალდებაა. ეს უნდა გამიჯნონ თვითონ. ამის გამო არ დავაბრკოლებთ, მაგრამ თუ მათ ნამდვილად სურთ განხილული იყოს ეს, მანამდე უნდა მოექცნენ სამართლებრივ ჭრილში და არ ეურჩონ ეპისკოპოსს. თუ ამბოხებულებს კანონიერ ჭრილში უნდათ დამორჩილება, მანამდე უნდა დაექვემდებარონ მღვდელმთავარს წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ ერთხელ დაადასტურებენ იმას, რომ მღვდელმთავარი სწორად მოიქცა… ეს მონასტერი არის საქართველოს საპატრიარქოს კუთვნილება. არ მოგწონვარ? გადი ტყეში და იქ ილოცე. რომ არ ემორჩილებიან (მღვდელმთავარს) რა არის მათი სახე? ვფქრობ, როცა იქნება, აზრზე მოვლენ“, – განაცხადა მეუფე ანტონმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g