LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს მოქალაქეები უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თაღლითურად სძალავდნენ ფსიქოლოგიური და სხვადასხვა ძალადობრივი მეთოდებით თანხებს“ – სპეცოპერაცია 5 ღამის კლუბში ჩატარდა, თაღლითობის და გამოძალვის ბრალდებით დაკავებულია 14 პირი

126
თეიმურაზ კუპატაძე

თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, თაღლითობის და გამოძალვის ბრალდებით, 14 პირი დააკავეს.

„გაგრძელდება დაკავებები“ – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სპეცოპერაცია გვიან ღამით 5 ღამის კლუბში ჩატარდა.

კუპატაძის განცხადებით, დაკავებულები სხვადასხვა ძალადობრივი მეთოდით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თაღლითურად, თანხებს სძალავდნენ.

„დაკავებულია თაღლითობის და გამოძალვის ბრალდებით 14 პირი. გაგრძელდება დაკავებები. გამოძიების პროცესში შეიძლება კიდევ გამოიკვეთოს ახალი ფიგურანტები. ეს მოქალაქეები უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თაღლითურად სძალავდნენ ფსიქოლოგიური და სხვადასხვა ძალადობრივი მეთოდებით თანხებს“ – განაცხადა კუპატაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები