LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ნამდვილი ჯილდოა.. ბევრი იშრომა, რომ ამ პროგრამაში მოხვედრილიყო.. დათუნას სურს, რომ თავისი წარმატებით საკუთარ ქვეყანას გამოადგეს“ – სოციალურად დაუცველი დათუნა ზარდიაშვილი სწავლას ამერიკაში აგრძელებს 

722
Untitled design (17)

17 წლის ვუნდერკინდი, დათუნა ზარდიაშვილი, რომელსაც სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს, თავისი ოცნებებისკენ მიიწევს და ამჯერად ლიდერთა გაცვლითი პროგრამით (FLEX (Future Leader Exchange) Program ) ამერიკაში, ოჰაიოს შტატში Marlington high school-ში სწავლობს. 

დათუნა Fortuna.ge – ის მკითხველმა პანდემიის პერიოდში, 2020 წელს გაიცნო – „მოზარდი, რომელიც სკოლის გაკვეთილებს ვიდეოთვალის გარეშე ესწრებოდა.“

,,ვიდეოთვალი არ მქონდა და სკოლის გაკვეთილებს ისე ვუსმენდი” – სოციალურად დაუცველი ვუნდერკინდის ისტორია 

„ფორტუნასთან“  ინტერვიუს შემდეგ დათუნას ცხოვრებაში სიახლე გაჩნდა. მას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სამუშაო თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტში შესთავაზა.

ბევრი დაბრკოლების მიუხედავად, ახლა უკვე 17 წლის ვუნდერკინდმა, შეძლო და სწავლას, გაცვლითი პროგრამით, ამერიკაში აგრძელებს. 

დათუნას დედა „ფორტუნას“ შვილის წარმატებაზე, მის ამერიკულ ცხოვრებასა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

მადლენა ზარდიაშვილის თქმით, დათუნა ამჟამად ოჰაიოში, ადგილობრივ ოჯახში ცხოვრობს, ძირითადად დროს კი სკოლაში ატარებს.

„ოჰაიოს შტატში ცხოვრობს, ადგილობრივ ოჯახში: დედასთან, მამასთან ორ ძმასთან და ერთ აზერბაიჯანელ სტუდენტთან ერთად..

დათომ აირჩია ყველაზე რთული 10 საგანი, 10 საათს ატარებს სკოლაში..  დასვენების დღეებში, ოჯახს დაჰყავს ხოლმე სხვადასხვა ადგილას, აცნობენ ამერიკას.. ძალიან კარგი ხალხია.

ორი წელი მონაწილეობდა ლიდერთა გაცვლით პროგრამაში. პირველ წელს ფინალში გავიდა, მაგრამ არ აირჩიეს.. წელს გაუმართლა, თუმცა ისედაც იმსახურებდა.. მან ძალიან ბევრი იშრომა, რომ ამ პროგრამაში მოხვედრილიყო..

მისი ოცნება იყო ამერიკაში სწავლა, მას სურს, რომ თავისი წარმატებით საკუთარ ქვეყანას გამოადგეს.. ძალიან მოეწონა და მოერგო ამერიკას..

იქ, რომ ჩავიდა მიიწვიეს ადგილობრივ ტელევიზიაში, სხვადასხვა კითხვას უპასუხა, ამერიკელებს ჩვენი კულტურა გააცნო..

მაისში უნდა დაბრუნდეს საქართველოში, თუმცა მისი სურვილია, რომ შემდეგ ისევ წავიდეს და გააგრძელოს სწავლა, ეს მისი უდიდესი ნატვრაა,“– ამბობს მადლენა ზარდიაშვილი.

დათუნას დედის თქმით, შვილის საქართველოში დაბრუნების შემდეგ- მიუხედავად დიდი სურვილისა, მისი უკან წასვლის საკითხი გადაწყვეტილი არ არის, რადგან ეს ბევრ ხარჯებთან ასოცირდება.

„მისი უკან ამერიკაში დაბრუნება ჯერ გადაწყვეტილი არ არის, მას სურს სამედიცინო განხრით სწავლის გაგრძელება, თუმცა ამერიკაში ძალიან ძვირია ამ მიმართულებით სწავლა. ამერიკა არ აფინანსებს ჩასულ სტუდენტებს.. ამჟამად ვუგროვებ ცნობებს.. როგორც იცით, ჩვენ სოციალურად დაუცველები ვართ, სასადილოთი ვიკვებებით, შემოსავალი არ გვაქვს.. მე მაქვს მხოლოდ ჩემი პენსია და დათუნას 100 ლარი აქვს თბს-ის სტიპენდია..

მადლენა იმედოვნებს, რომ დათუნა შეძლებს და გააგრძელებს ამერიკული ოცნების ახდენას, ის ამბობს „ასეთი შვილის ყოლა საამაყოა.“

„46 წლის ასაკში გავაჩინე დათო და ვფიქრობ, უფალმა მისი სახით საჩუქარი გამომიგზავნა.. ეს ნამდვილი ჯილდოა.. ნამდვილად ამაყი ვარ, რომ ასეთი შვილი მყავს,“– ამბობს „ფორტუნასთან“ 17 წლის ვუნდერკინდის დედა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები