LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს ნიშნავს, რომ საქართველოში არსებობს მინიმუმ 2 დამოუკიდებელი ინსტიტუტი, ნიშანდობლივია, რომ ორივეს ქალი ხელმძღვანელობს” – სააკაშვილი სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებაზე

46
ჯჰკფყუ

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებაზე სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

“მივესალმები სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებას, ჩემი უფლებების დარღვევის დადგენის თაობაზე და იუსტიციის სამინისტროსთვის შემდგომი ასეთი ქმედებების აკრძალვას.

ეს ნიშნავს, რომ საქართველოში არსებობს მინიმუმ 2 დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი – სახალხო დამცველის და სახელმწიფო ინსპექტორის სახით. ნიშანდობლივია, რომ ორივეს ქალი ხელმძღვანელობს.

ასევე, ვიცი, რომ ბევრ სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოშიც უამრავი წესიერი და პატრიოტი მოქალაქეა და ველი მათგანაც სამართლიან პოზიციას, უსამართლო ფაქტების წინააღმდეგ”,- წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ,სახელმწიფო ინსპექტორმა მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების გამო იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა

გარდა ამისა, უწყებებს მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩანაწერების წაშლა დაევალათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g