ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი სასწრაფოდ უნდა დასრულდეს. როგორც მეცოლამ განაცხადა, ომი უკრაინამ უნდა მოიგოს.
მისი განცხადებით, ომის მოსაგებად უკრაინისთვის მეტი ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა უნდა იქნეს გამოყოფილი. ის ასევე აცხადებს, რომ ევროკავშირს „მეტის გაკეთება“ შეუძლია, ამიტომ მიესალმება სანქციებს.
„ეს ომი სასწრაფოდ უნდა შეწყდეს და უკრაინამ უნდა მოიგოს. ეს ნიშნავს მეტ იარაღს უკრაინისთვის, მეტ ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას, მეტ სოლიდარობას და სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ვამაყობ იმ მხარდაჭერით, რომელსაც ჩვენ უკრაინას ამ გაუმართლებელი ომის დაწყებიდან ვთავაზობთ ევროკავშირის დონეზე“, – თქვა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.