LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ორი ლეგენდა ამას ნამდვილად იმსახურებს“ – საბა ბუაძე ინიციატივით გამოდის თბილისში, ორ ქუჩას ბუბა კიკაბიძისა და მანანა დოიჯაშვილის სახელები დაერქვას

886
საბა ბუაძის ინიციატივა

პარტია „ლელო – საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე ინიციატივით გამოდის, დედაქალაქის ორ ქუჩას ბუბა კიკაბიძისა და მანანა დოიჯაშვილის სახელები მიენიჭოს.

ბუაძე შესაბამისი განცხადებით თბილისის საკრებულოს მიმართავს:

„მივმართავ დედაქალაქის საკრებულოს, თბილისის ორ ქუჩას ეწოდოს ბუბა კიკაბიძისა და მანანა დოიჯაშვილის სახელები.
ეს უნდა იყოს საერთო მსჯელობისა და ინიციატივის შედეგი, რადგან ეს ორი ლეგენდა ამას ნამდვილად იმსახურებს.

ჩვენი ქვეყნისთვის და ქართველი ხალხისთვის ბუბა კიკაბიძისა და მანანა დოიჯაშვილის მსგავსი გენიოსების დაკარგვა უდიდესი დანაკლისია.“ – წერს სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა თბილისისთვის“ თავმჯდომარე საბა ბუაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g