ანუკი ცქვიტინიძე ჟურნალ „სარკესთან“ (3 სექტემბრის ნომერი) იხსენებს რამდენიმეწლიან პერიოდს, როდესაც მეუღლესთან, გელა დონაძესთან დაშორებული იყო:
„არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი. იყო დაძაბულობა, განშორება, მაგრამ ისევ აღდგა ყველაფერი, თითქოს განშორების 3 წელი არ ყოფილა. ყველაფერი თავიდან დაიწყო, ყველაფერი კარგად აღდგა და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ეს ყველაფერი ჩვენ შორის არც კი ყოფილა. ეს პერიოდი ცხოვრებიდან ამოღებული მაქვს.
შეიცვალა ის, რომ ჩვენი სიყვარული უფრო გაძლიერდა, ურთიერთობები გადაფასდა და უფრო ძვირფასი გახდა, უფრო მეტად დავაფასეთ და ვაფასებთ ერთმანეთს…“