UFC-ის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება მოკრივე ავთანდილ ხურციძის მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ვიდეომიმართვას, რომელშიც ის მერაბ დვალიშვილზე საუბრობს და ამბობს, რომ მასთან ბრძოლა სურს. ამასთან, ვიდეოში ავთანდილ ხურციძე ამბობს, ის მერაბ დვალიშვილს გათიშავს და კისერს მოსტეხს.
„მეგობრებო, რასაც ავთანდილ ხურციძე კადრულობს „ტიკ-ტოკ“ ვიდეომიმართვებით ჩემს წინააღმდეგ, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ეს ადამიანი არ არის სრულ ჭკუაზე. ეს პიროვნება არის ჩვენი ქვეყნის, სპორტისა და კაცობის სირცხვილი…
ადამიანი, რომელიც მსგავს რამეს იკადრებს, კარგად იცით რისი ღირსია და რასაც იმსახურებს!
მოვუწოდებ მისი ოჯახის წევრებს, ახლობლებს და მეგობრებს, მიაქციონ ყურადღება, უმკურნალონ და დაეხმარონ ამ ადამიანს!
მას სჭირდება სერიოზული დახმარება.
მე არ მინდა, ის პირადად ვნახო და ფიზიკურად გავუსწორდე, მით უმეტეს, სამართლებრივად მივხედო ამ საქმეს, ცილისწამებისთვის, ჩემი ღირსების და რეპუტაციის შელახვისთვის. ეს არ ჯდება ჩემი ცხოვრების წესში.
მე მეცოდება მისი პატარა შვილი და მშობლები, რომლებსაც პირადად ვიცნობ“, – წერს მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში.
მეგობრებო რასაც ავთანდილ ხურციძე კადრულობს ტიკ ტოკ ვიდეო მიმართვებით ჩემს წინააღმდეგ, ეს ყველაფერი მეტყბელებს იმაზე რომ…
Posted by Merab "The Machine" Dvalishvili on სამშაბათი, 05 ნოემბერი, 2024
ცნობისათვის, მოკრივე ავთანდილ ხურციძე რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ამბობს:
„ტელევიზია როა საქართველოში, მოჩხუბარი პარტნიორი რომ ჰყავთ, მოდი, თქვენ პარტნიორს ვეჩხუბები, „ვებოქსავები“ ოღონდ, ისე არა. ბოქსში, ვებოქსავები“, გამოიყვანეთ თქვენი დვალიშვილი და ბებერი ავთანდილა ხურციძე და დავცხოთ. მაგრამ ეგ დღეს და ხვალ არ მოხდება. ამას დრო დასჭირდება, ერთი წელი მაინც, ამ ერთ წელიწადში კიდევ რაღაცებს გავაკეთებ და სარეიტინგო ბრძოლას… არც მაგის ქამარი მინდა, არც არაფერი, ერთ ათ რაუნდიან ბრძოლაში ვეჩხუბები, თუ გინდა, 12 იყოს.
კი არ მივა მანამდე ჩხუბი, მანამდე მოტეხავ მაგას კისერს. გავთიშავ, ოღონდ „ბოქსში“ და გპირდებით, რომ გავთიშავ და ქართველ გულშემატკივრებს ექნებათ საყურებელი.
კი, მართალია ჩემს ჩხუბს არ აჩვენებენ საქართველოში და არ აჯილდოებენ, მაგრამ მერაბს ხომ აჩვენებენ საქართველოში და გამოვჩნდები მეც“, – ამბობს ავთანდილ ხურციძე.