„ამ პრემიერ წოდებულს რაც გუშინ დაემართა, იმის მერე ისევ პრემიერი ვარო უნდა იძახოს?“, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი და „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი, თინა ხიდაშელი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადების საპასუხოდ, რუმინეთის, იტალიისა და ესპანეთის საგარეო უწყებების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება.
„ეს პოსტი მხოლოდ ქოცებისთვის არის. უბრალოდ მაინტერესებს, სახელმწიფოებრივი თავმოყვარეობა საერთოდ აღარ არსებობს?
ჯერ რუმინეთი, შემდეგ იტალია, შემდეგ ესპანეთი და აგერ დღეს დილიდან ტვიტერი სულ მატყუარას და დეზინფორმატორს რომ გეხაძის, მგონი ძალიან, ძალიან ტეხავს. რა ვიცი, ის დროა თქვენ თვითონ ითხოვდეთ მის სახლში წასვლას.
ეს იყოს აქ, რომ გამახსენოს ხოლმე როგორ გამოიყურება სირცხვილი „ღირსებით“, – წერს თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში.
ამ პრემიერ წოდებულს რაც გუშინ დაემართა იმის მერე ისევ პრემიერი ვარო უნდა იძახოს? ეს პოსტი მხოლოდ ქოცებისთვის არის….
Posted by Tinatin Khidasheli on სამშაბათი, 17 დეკემბერი, 2024
ევროკავშირის საბჭო გაფართოების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი