გრიპი- რესპირატორული ინფექციური დაავადება, რომელსაც ვირუსი იწვევს. ხშირად აქვს ეპიდემიის სახე. დღეს, გრიპის ვირუსის 2000-მდე ვარიაციაა ცნობილია. ყოველწლიურად გრიპისგან 250-დან 500 ადამიანამდე იღუპება. მკურნალობის კურსი 5-7 დღე გრძელდება, რაც არც ისე ცოტაა. იაპონური ფარმაცევტული კომპანიის Shionogi & Co მეცნიერებმა კი ისეთ ხერხს მიაგნეს, რომლითაც გრიპის დამარცხება ერთ დღეში ხდება შესაძლებელი.
მსოფლიოში პირველი გრიპის საწინააღმდეგო წამალი, რომელიც 24 საათში ამარცხებს ვირუსს, გაყიდვაში გამოვა 2018 წელს. სხვა მსგავსი პრეპარატებისგან განსხვავებით ის ბლოკავს ფერმენტებს, რომლებიც ვირუსს სჭირდება გავრცელებისთვის, რაც ავტომატურად აფერხებს ვირუსის გავრცელებას ორგანიზმში. იაპონელებმა უკვე დაასრულეს კვლევების პირველი ფაზა. შემდეგი კი დაიწყება იანვარში, როდესაც იაპონიაში გრიპის ვირუსი ყველაზე აქტიურია. იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს სურს დააჩქაროს წამლის გამოშვება, რადგან ეს პრეპარატი ათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.