LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს პროცესი ძალიან საშიშია და შეიძლება ისეთი გართულებით დასრულდეს, რომ საშვილოსნოს ამოღებაც კი არ იყოს საბოლოო პრობლემა“ – რეპროდუქტოლოგი თვითნებური აბორტის რისკებზე საუბრობს

157
Screenshot 2025-11-16 172759

რეპროდუქტოლოგმა თეონა ანთიამ თვითნებური აბორტის მძიმე რისკებზე ისაუბრა და საზოგადოება ნებართვის გარეშე შეძენილი პრეპარატების გამოყენებისგან კატეგორიულად გააფრთხილა. ამის შესახებ რეპროდუქტოლოგმა „ცოდნისმოყვარე პოდკასტში“ ისაუბრა.

„პაციენტები აფთიაქში ყიდულობენ კონკრეტულ პრეპარატებს, თვითნებურად იღებენ და შესაძლოა ისეთი ძლიერი სისხლდენა განვითარდეს, რომ შესაძლოა ქალმა საშვილოსნო დაკარგოს,“ – აცხადებს ექიმი.

მისივე თქმით, ხშირად სწერენ ადამიანები და სთხოვენ პრეპარატის რეკომენდაციას, ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტაში დაეხმარონ:
„ამ დროს უკვე  ეგრევე რეკვას ვიწყებ – მოდით კლინიკაში, უფასოდ მიგიღებთ, არაა პრობლემა, ოღონდ არ მოხდეს თვითნებური შეძენა და გამოყენება.“

ექიმი ხაზს უსვამს, რომ ორსულობის ვადა პაციენტებმა ხშირად არ იციან, ამიტომ აუცილებელია ულტრაბგერითი გამოკვლევა, ლაბორატორიული ანალიზები და ექიმის მეთვალყურეობა.
„სხვა შემთხვევაში ეს პროცესი ძალიან საშიშია და შეიძლება ისეთი გართულებით დასრულდეს, რომ საშვილოსნოს ამოღებაც კი არ იყოს საბოლოო პრობლემა,“ – აღნიშნავს თეონა ანთია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g