LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს პროდუქტები ბავშვებს მეხსიერების განვითარებაში დაეხმარება…“- ბავშვთა ნევროლოგი, თამარ ედიბერიძე მშობლებს იმ საკვები პროდუქტების ჩამონათვალს სთავაზობს, რომლებიც მათ ტვინისა და მეხსიერების განვითარებაში დაეხმარება

285
თამარ ედიბერიძე

ბავშვთა ნევროლოგი, თამარ ედიბერიძე იმ საკვები პროდუქტების ჩამონათვალს გვთავაზობს, რომლებიც ბავშვს ტვინის და მეხსიერების განვითარებაში დაეხმარება.

სპეციალისტმა აღნიშნულის შესახებ გადაცემაში, „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა:

„ეს პროდუქტები არამარტო ბავშვებისთვის, არამედ ყველასთვის სასარგებლოა, ესენია მაგალითად წყალი, სითხის დეფიციტისა და გაუწყლოების მიმართ ტვინი განსაკუთრებით მგრძნობიარეა.

მნიშვნელოვანია ცილით მდიდარი საკვები, ასევე უჯერი ცხიმოვანი მჟავები, მაგალითად თევზი, რომელიც ტვინს ძალიან უყვარს.

მნიშვნელოვანია ტვინისთვის ქოლინი, რომელიც არის კვერცხში.

ასევე- თხილეული რომელიც მდიდარია პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით და მაგნიუმით.

B ჯგუფის ვიტამინები ასევე არის მნიშვნელოვანი.

რაც შეეხება მწვანე ბოსტნეულს, ის მდიდარია ფოლატებით, ანტიოქსიდანტებით და C ვიტამინით

ასევე მნიშვნელოვანია კენკროვანის მიღება. ეს პროდუქტები ბავშვებს მეხსიერების განვითარებაში დაეხმარება“, – ამბობს ბავშვთა ნევროლოგი.

🐟🥙🌽საკვები პროდუქტები, რომლებიც ბავშვს ტვინის და მეხსიერების განვითარებაში ეხმარება

🐟🥙🌽🥜🫐🥤საკვები პროდუქტები, რომლებიც ბავშვს ტვინის და მეხსიერების განვითარებაში ეხმარება

Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on პარასკევი, 02 მაისი, 2025
magti 5g