40 წლის კიმ კარდაშიანი კვლავ ყურადღების ეპიცენტრში მოექცა. რეალითი შოუს ვარსკვლავი სტილისტთან იმყოფებოდა, ვარცხნილობის გაკეთების დროს კი იმდენად მოეშვა, რომ ღრმად ჩაეძინა.
პირღია ჩაძინებული კიმის ფოტო სტილისტმა „ინსტაგრამის“ მეშვეობით გაავრცელა. ფოტო ინტერნეტსივრცეს ვირუსულად მოედო. სოციუალურ ქსელში კი კარდაშიანის სახალისო ფოტოშარჟები გამოჩნდა.
ყველას ეგონა, რომ კიმ კარდაშიანი სტილისტს ეჩხუბებოდა, თუმცა ვარსკვლავი იუმორით მიუდგა აღნიშნულ ფაქტს.
„ეს რა გამიკეთე“, – დააკომენტარა კიმმა ფოტო.