LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს რა უბედურებაა და უზრდელობაა!“ – რამ გააღიზიანა ნელი დოროყაშვილი

1754
BeFunky-collage

ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, ნელი დოროყაშვილი დღეს სასამართლოში მივიდა, სადაც ის „რუსთავი 2“-ის კამერამ დააფიქსირა, რამაც ცნობილი ჩოგბურთელის ყოფილი მეუღლე ძალიან გააღიზიანა.

„ვაიმე უკაცრავად, ეს რა უბედურებაა და რა უზრდელობაა, არანაირი პროცესი არ გრძელდება“, – პასუხობს ნელი დოროყაშვილი ჟურნალისტს.

სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგაც, ნელი დოროყაშვილმა შენობა უკომენტაროდ დატოვა. „რუსთავი 2“- ის ინფორმაციით, პროცესი ეხება ნიკოლოზ ბასილაშვილის დედას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა.

ამჯერად ბრალდებულის სტატუსით: რას წერს მსოფლიო მედია ნიკოლოზ ბასილაშვილზე

სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

https://www.facebook.com/113503927045938/videos/2909072719205724/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g