ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი პირი დაკავებულია.
დაკავებულმა გელა კვარაცხელიამ პოლიციის შენობაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამეგრელოში სანდრა რულოვსს არ შემოუშვებს.
„მე ვარ და ყოველთვის ვიქნები ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერი. ეს სამეგრელოა და არა ჰოლანდია. მე სანდრა რულოვსს სამეგრელოში არ შემოვუშვებ”, – განაცხადა გელა კვარაცხელიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ზუგდიდის მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსსა და პარტიის სხვა წარმომადგენლებს თავს დაესხნენ.
