LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს სამი ანგელოზი ყოფილმა “მეუღლემ” დედის გარეშე დატოვა, მალე აქვთ დაბადების დღეები და გვინდა გრანდიოზული დღესასწაული მოვუწყოთ” – ნინუცა მაყაშვილი საზოგადოებას დამხარებას სთხოვს

13819
BeFunky-collage (8) (1)

მსახიობი, ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი ლაგოდეხში, რამდენიმე დღის წინ მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება და საზოგადოებას მოკლული ქალის შვილების დასახმარებლად მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

საქმე ისაა, რომ როგორც ნინუცა წერს, მათი სურვილია, დედის გარეშე დარჩენილ ბავშვებს გრანდიოზული სიურპრიზი მოუწყონ.

“ალბათ, ამ გოგოს ისტორია ყველამ იცით

ეს არის ნონა ჭაბაშვილი, რომელიც ყოფილმა “მეუღლემ” სიცოცხლეს გამოასალმა და ეს სამი ანგელოზი დედის გარეშე დატოვა

ამ უსაყვარლეს ბავშვებს მალე აქვთ დაბადების დღეები 28 თებერვალს და 6 მარტს და გვინდა, რომ ყველაზე გრანდიოზული დღესასწაული მოუწყოთ

ამაში თქვენი დახმარება დამჭირდება

დაბადების დღის ცენტრების მფლობელებო საბავშვო სათამაშოების მაღაზიებო და მეგობრებო, თქვენი ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დამეხმარებით ამ ბავშვებს ვაჩუქოთ დაუვიწყარი დაბადების დღეები

დავდებ ჩემი თბს ანგარიშის ნომერსაც, ვისაც რამდენი გაგიხარდებათ იმდენი ჩარიცხეთ და გავახაროთ ეს ანგელოზები

მადლობა დიდი წინასწარ ყველას⭐️⭐️⭐️ GE68TB7446345063300002 დანიშნულებაში მიუთითეთ ბავშვებისთვის ?? ანგარიშს კიდევ დავდებ კომენტარებში “,- წერს ნინუცა მაყაშვილი.

 

ცნობისთვის, 37 წლის ქალი 15 იანვარს გარდაცვლილი ნახეს იმ ბინაში, სადაც ის 3 მცირეწლოვანთან ერთად ცხოვრობდა.

ქალის მეზობლების ვერსიით, მამაკაცმა ყოფილი ცოლი ჯერ გაგუდა, ბავშვები სახლიდან წაიყვანა, კვალის დაფარვის მიზნით კი ბუნებრივი აირი გაუშვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვაალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g