LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს სამსახური უნდა ყოფილიყო ჩამოყალიბებული ორ ნაწილად, გაერთიანება გუნდის ერთ-ერთ ლიდერის პოლიტიკური მიზნების გამო მოხდა: ირაკლი კობახიძე

59
ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე სახელმწიფო ინსტიტუტის გამოქმებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ სამსახური არ უქმდება და უბრალოდ ერთმანეთისაგან ორი სრულიად განსხვავებული ფუნქცია იმიჯნება.

“გაერთიანებაც ერთ ინსტიტუციაში თავის დროზე, ხელოვნურად, გუნდის ერთ-ერთი ლიდერის პოლიტიკური მიზნების გამო მოხდა.” – აცხადებს კობახიძე.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე არ ასახელებს კონკრეტული ლიდერის ვინაობას კითხვაზე, იყო თუ არა ეს პოლიტიკური ლიდერი გიორგი გახარია.

კობახიძე საყოველთაო რეკომენდაციებზე საუბრობს და ამბობს რომ ეს სამსახური უნდა ყოფილიყო ჩამოყალიბებული ორ ნაწილად და გამიჯნული ყოფილიყო ერთმანეთისგან გამოძიების და პერსონალური მონაცემთა დაცვის ფუნქციები.

“თავის დროზე, კონკრეტული პოლიტიკური მიზეზების გამო, ეს ასე არ გაკეთდა.” – აცხადებს კობახიძე

“ქართული ოცნების” ლიდერი განამარტავს, რომ გამოძიება და პერსონალური მონაცემები ხელოვნურად გაერთიანებული, ორი განსხვავებული ფუნქციაა.

“დაახლოებით, იგივეა, ერთად რომ ჩამოყალიბდეს შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტრო.” – განმარტავს კობახიძე

ეს გაკეთდა იმიტომ, რომ პოლიტიკური ინტერესი იყო ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, მაშინ იყო განსხვავებული მოსაზრებები გუნდის შიგნით. მაშინაც გუნდის უმრავლესობა ემხრობოდა რომ სწორად ჩამოყალიბებულიყო ეს სამსახური,”- აცხადებს ირაკლი კობახიძე.

საკანონმდებლო პაკეტი, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება, პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება.

პროექტის გათვალისწინებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება – სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია ექნება.

რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, მას პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის და ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია ენიჭება.

magti 5g