სამტრედიის პირველი საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგმა ნინო სტურუამ კემბრიჯის უნივერსიტეტის ოფიციალური სერტიფიკატი მიიღო, რომელიც ადასტურებს რომ ის ინგლისური ენის საერთაშორისო მასწავლებელი გახდა.
ნინო სტურუას თქმით, ეს მისთვის პროფესიული ოცნების ახდენაა.
„ყველა ადამიანს თავისი ოცნება აქვს, მათ შორის მეც. ეს სერტიფიკატი ჩემი ყველაზე დიდი, პროფესიული ოცნების ახდენაა. დასტური იმისა, რომ ვარ ინგლისური ენის საერთაშორისო მასწავლებელი, მაქვს უფლება ეს ენა ვასწავლო მსოფლიოს 50-ზე მეტ განვითარებულ სახელმწიფოში და ეს უფლება თავად კემბრიჯმა ოფიციალურად მომანიჭა“, – განაცხადა პედაგოგმა.
მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას მოლოცვისთვის ,სითბოსთვის,სიყვარულისთვის და კეთილი სურვილებისთვის❤️ასმაგად დაგიბრუნდეთ…
Posted by Nino Sturua on Friday, September 29, 2023