LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს შენ ხარ თუ არა?!“ – რეპორტიორის მწვავე შეკითხვა და ჯიმ ქერის რეაქცია – უახლესი ვიდეო მსოფლიო მედიას იპყრობს

567
წლის განშორებები (14)

64 წლის ჯიმ ქერის სკანდალური გამოჩენისა და მის შესახებ უამრავი კონსპირაციული თეორიის გაჟღერების შემდეგ, მედიაში კომიკოსის ახალი ვიდეო გავრცელდა, რომელიც Cesar Awards-ის 51-ე ცერემონიის შემდეგაა გადაღებული.

ჯიმ ქერის წარმომადგენლის საჯარო განმარტება, მორიგი კონსპირაციული თეორია, რომელმაც ინტერნეტსივრცეში ახალი ტალღა გამოიწვია და უახლესი ფოტოები

კადრებში ჩანს კომიკოსი, რომელიც პარიზის სასტუმროდან გამოდის, მას კი უამრავი ჟურნალისტი და ფოტოგრაფი ხვდება. ჯიმმა ავტოგრაფები დიდი სიამოვნებით დაარიგა, პარალელურად კი ერთ-ერთი რეპორტიორის განწირული შეძახილები ჟღერდა.

„ჯიმ ეს შენ ხარ თუ არა, შენ ნამდვილი ჯიმ ქერი ხარ? თუ მისი ორეული? მთელი მსოფლიოს ტაბლოიდები წერენ, რომ შენ არ ხარ ნამდვილი ჯიმი ქერი, გვიპასუხე, ეს შენ ხარ თუ არა?!“, – იმეორებდა დაჟინებით რეპორტიორი

შეძახილებს ჯიმმა არანაირი ყურადღება არ მიაქცია, ის უბრალოდ იღიმოდა, მწვავე შეკითხვები უპასუხოდ დატოვა და სასწრაფოდ ჩაჯდა ავტომობილში.

ჯიმ ქერის მორფომეტრიული ანალიზის შედეგები ცნობილია – ნამდვილი თუ ორეული?

ფოტო/ვიდეო: „აი მტკიცებულებები, რომ ეს ის არ არის!“ – 64 წლის ჯიმ ქერის გამოჩენა მსოფლიოს შოკში აგდებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები