ეს ცვლილებები შიშს უკავშირდება, რადგან ემიგრანტებში მათ კატასტროფულად წააგეს არჩევნები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ განაცხადა, რითაც დაანონსებულ ცვლილებებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება აღარ ექნებათ.
„ამას ერთადერთი მიზეზით აკეთებენ, რადგან ბოლო არჩევნებში [2024 წლის საპარლამენტო არჩევნები] კატასტროფული მარცხი განიცადეს ემიგრაციაში. იციან, რომ ემიგრანტების უმეტესობა რეჟიმის წინააღმდეგია და აქტიურად მონაწილეობს ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში.
საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად პარლამენტის არჩევნებზე ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოში შეძლებენ
„ქართული ოცნება“ ახალ „საარჩევნო კოდექსზე“ მუშაობას იწყებს.
შესაბამისად, ეს მათთვის პრობლემაა და გადაწყვიტეს, რომ ადამიანებს, რომლებიც ემიგრაციაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონის გამო არიან, რომელიც რეჟიმმა შექმნა ქვეყანაში და არ დაუტოვა შესაძლებლობა, რომ საკუთარ ქვეყანაში ღირსეულად იცხოვრონ და იმუშაონ, არჩევნებში მონაწილეობის უფლება აუკრძალა“,-განაცხადა ანი წითლიძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, რომ „ქართული ოცნება“ ახალ „საარჩევნო კოდექსზე“ მუშაობას იწყებს. როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, კოდექსი სრულად გადამუშავდება, ერთ-ერთი ცვლილებებით კი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, მოქალაქეები საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შეძლებენ.
