ჯესი ჯეიმ სიმსივნე დაამარცხა. თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მან გულშემატკივრებს ემოციური ვიდეოთი შეატყობინა.
არტისტმა განმარტა, რომ 23 ივნისს მასტექტომია ჩაიტარა, შემდეგ ჩატარებულმა ანალიზებმა კი დაადგინა, რომ სიმსივნე სხვა ორგანოებზე არ გავრცელებულა და ახლა ის ონკოლოგიური დაავადებისგან თავისუფალია.
„კიბო არ გავრცელებულა! ეს ბედნიერების ცრემლებია და ისინი სრულიად რეალურია. გმადლობთ ლოცვებისთვის, სიყვარულისთვის, კეთილი სურვილებისთვის, პოზიტიური ენერგიისთვის, რომელსაც მიგზავნით. ეს ვიდეო ჩემი ოპერაციის წინა ღამეს არის გადაღებული. შენ ხარ ჩემი ყველაზე დიდი სინათლე და სანამ შენ ხარ ჩემს ცხოვრებაში, სიბნელეს შანსი არ აქვს. წინ კიდევ ბევრი მკურნალობაა და კიდევ ერთი ოპერაციაც“, – წერს არტისტი.
„რამდენიმე დღეში ბიუსტჰალტერში ჩანართს ჩავკერავ, რომ ორივე მხარე ერთნაირად გამოიყურებოდეს“, – დაწერა ასევე ჯეიმ იუმორით და დაამატა:
„ახლა მარცხენა მკერდი უყურებს მარჯვენას და ეკითხება: ‘შენ კარგად ხარ, ძვირფასო?’“
ცნობისთვის, ჯესი ჯეის მკერდის კიბოს ადრეული დიაგნოზი გასულ თვეს დაუსვეს. მომღერალმა ამის შესახებ ინფორმაცია თავად გაავრცელა.
