LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს სიმღერა არის ჩემს შვილზე ანდრიაზე და ჩემს ბედნიერებაზე” – სოფო ბედია

24
sofobedia-gvinoduduki_19

გადაცემა „ღვინო დუდუკი ქალების” სტუმარი მომღერალი სოფო ბედია იყო. მან „არ დაიდარდოს” ეთერში ახალი სიმღერის პრემიერა გამართა, რომელიც ცირა ბზიშვილს ეკუთვნის და სოფოს შვილს ანდრიას ეძღვნება.

სოფო როგორი გრძნობაა ორი ვაჟკაცის დედობა?

სიტყვებით გადმოცემა რთულია ამ სიყვარულის და ამ გრნობის,  მაგრამ ალბათ ისინი რომ გაიზრდებიან, თავად უნდა თქვან, როგორი დედა ვარ. მთავარია იყვნენ ზრდილობიანები და იცოდნენ ქალის პატივისცემა. ძალიან მინდა, რომ ჩემი შვილები ხელოვნებას არ აცდნენ, მინდა იმღერონ, თუმცა ვნახოთ, თავად რა არჩევანს გააკეთებენ.

სოფო ყველაზე მეტად რომელი კომპოზიტორის შემოქმედება მოგწონს ქართულ შოუბიზნესში?

ჯანო კახიძე, მე მის სიმღერებზე გავიზარდე და ძალიან მიყვარს. მისი მუსიკა, შემოქმედება  ჩემთან ძალიან ახლოსაა და რატომღაც კარგადაც გამომდის.

ყოფილა შემთხვევა, როდესაც გინდოდა რომელიმე სხვა სიმღერის შესრულება და შენს თავზე არ აგიღია და უარი გითქვამს?

კი რა თქმა უნდა, ყველას აქვს ეგ შემთხვევა. განსაკუთრებით კი სიმღერა ჭაღარა”. ამ სიმღერას განსაკუთრებული ისტორია აქვს, მამასთან ერთად ვმღეროდი. ურთულესია და ფაქტიურად ამ სიმღერით დავიწყე,  დიდებსაც კი უჭირთ, თავისებური პეწი აქვს.

სოფო გვიამბე ახალი სიმღერის შესახებ, რომ ასეთი საჩუქარი გაგვიკეთე და მოხვედი ჩვენთან პრემიერით?

ეს სიმღერა არის ჩემს შვილზე ანდრიაზე და ჩემს ბედნიერებაზე, რომელიც ცირა ბზიშვილმა მიუძღვნა ანდრიას. ჩემი თხოვნა იყო, რომ ეს ემოციები, რომელიც ძალიან დამიგროვდა სიმღერაში გადმოცემულიყო, ვთხოვე მსგავსი სიმღერა დაეწერა ჩემთვის და სასწაული სიმღერა გამოვიდა. არანჟირება და ლექსი ყველაფერი მისია, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს ელენე ფოჩხუას ბექ ვოკალისთვის, გიორგი წიკლაურს და ტატო გოდერძიშვილს იმისთვის, რომ ეს სიმღერა ესეთი სრულყოფილი გამიხადეს და გვერდით დამიდგნენ .

მადლობა სტუმრობისთვის…

 

სოფო ბედია – გული ბედნიერია

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

სოფო ბედია – იაგუნდი. Live

 

სოფო ბედია. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები