LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს სიმღერა ჩემი მეუღლის პატივსაცემად ჩავწერე…ტარიელ ხარხელაურის უძვირფასესი ლექსია…“ – ზურაბ ჩინჩალაძე

73
ზურაბ-ჩინჩალაძე

9 დეკემბერს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ ზურაბ ჩინჩალაძე სტუმრობდა, რომელმაც მსმენელს მეუღლისადმი მიძღვნილი სიმღერა წარუდგინა.

ბატონო ზურაბ, ძალიან რთული პერიოდი გაიარეთ, გარდაგეცვალათ მეუღლე და დღეს იმისთვის გვესტუმრეთ, რომ თქვენი მეუღლისადმი მიძღვნილი სიმღერა წარგვიდგინოთ… ვისაუბროთ ამ ნამუშევარზე.

ეს სიმღერა ჩემი მეუღლის პატივსაცემად ჩავწერე. ეს არის ტარიელ ხარხელაურის უძვირფასესი ლექსი. ეს ლექსი ახლანდელი არ არის, ძველია, მაგრამ მე დავურეკე ბატონ ტარიელს და ვთხოვე, შეიძლება, ამ ლექსზე სიმღერა დავწერო-მეთქი და კი, რაზე არის საუბარიო, ნება დამრთო. დავრჩი მარტო და ძალიან ძნელია სიმარტოვე. ჩემი მეგობრები სულ მკითხულობენ და ცდილობენ გადამატანინონ ეს პერიოდი. ისეთი ადამიანი იყო, რომ ყველას უყვარდა. ჩემი მეგობრები რომ გაიცნობდნენ, მერე მე აღარავინ მეკარებოდა, უკვე იმასთან ჰქონდათ საქმე. ეთერი კაკულია ერთი-ორჯერ რომ იყო ჩემთან, მერე სულ ირმასთან მოდიოდა. გია სურამელაშვილს რომ გაუგია ეს ამბავი, ცრემლი წამოსვლია, უტირია და უთქვამს, ნეტა, ეს არ გეთქვათ, ახლა სცენაზე როგორღა გამოვალო.

როგორ შეიქმნა ეს სიმღერა?

გეგმაში მქონდა, რომ მეუღლისთვის რაღაც სიმღერა მიმეძღვნა. მერე, დათო გიგინეიშვილმა მითხრა, ტარიელ ხარხელაურს აქვს ძალიან მაგარი ლექსიო და როგორც გითხარით, დავურეკე. სიმღერა ჩემთან სახლში ჩაიწერა.

რამდენი წელი იყავით ერთად თქვენ და თქვენი მეუღლე?

41 წელი. ახალ სიმღერას რომ დავწერდი ხოლმე, პირველად მას ვასმენინებდი.

თქვენი რომელი სიმღერა უყვარდა ყველაზე ძალიან?

მგონი, ყველა, ასე გამორჩეულად ვერ ვიტყვი.

 

ზურა ჩინჩალაძე – ვერ აგაცილე დაღლა

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ზურა ჩინჩალაძე. ვიდეო კოლაჟი

 

ზურა ჩინჩალაძე – ვერ აგაცილე დაღლა

 

ფოტოები 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები