LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს სიმღერა ჩვენს ულამაზეს თბილისს ეძღვნება“ – გიორგი ელიზბარაშვილი სიმღერის პრემიერით „არ დაიდარდოში“

164
რადიო (1)

რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერში გიორგი ელიზბარაშვილის სიმღერის „მაშინ თბილისი რა თბილისია“ პრემიერა შედგა.

გიორგი, მოგვიყევი შენს ახალ ნამუშევარზე „მაშინ თბილისი რა თბილისია“.

ეს სიმღერა ჩვენს ულამაზეს თბილისს ეძღვნება. მაცაცო სებისკვერაძის შესანიშნავი სიმღერა არის. ტექსტი თამაზ სანებლიძეს ეკუთვნის. არანჟირებაზე მარიკა ქაცარავამ იმუშავა.

როდესაც მოვისმინე, მივხვდი, რომ ეს სიმღერა იყო ის, რაც მე მიყვარს… ქალაქური მოტივები… ქალბატონ მაცაცოს ვთხოვე, რომ შესრულების ნებართვა მოეცა და წილად მხვდა ის ბედნიერება, რომ სახლში მიმიპატიჟა და თავის როიალთან მამღერა ეს შესანიშნავი სიმღერა.

როგორ შეაფასა ქალბატონმა მაცაცომ შენი შესრულება?

მითხრა, რომ ჩემი ხმის ტემბრს ძალიან მოუხდა ეს სიმღერა და დამრთო ნება, რომ გოგი დოლიძის შემდგომ, ოფიციალურად მე შემესრულებინა ეს სიმღერა და ამ დღეს ვიყავი ძალიან ბედნიერი. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ იმხელა სიამოვნება მივიღე ამ სიმღერასთან დაკავშირებით, რომ რა თქმა უნდა, ღირდა.

როგორია სამომავლო გეგმები?

ვაპირებ ახალი სიმღერების ჩაწერას და ცნობილ კომპოზიტორებთან თანამშრომლობას. გერმანიაში იგეგმება ჩემი სოლო საღამო. ტრადიციად მექცა, რომ ყოველ თებერვალს კიოლნში, ემიგრანტებთან ჩავდივარ და ქართულ, ქალაქურ რეპერტუარს ვთავაზობ. მათ სახეზე ცრემლები არის ხოლმე და ჩემთვისაც ძალიან ემოციურია ეს ყოველივე.  

გიორგი ელიზბარაშვილი – მაშინ თბილისი რა თბილისია

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები