LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს სიმღერა ძალიან უყვარდა ხალხს… შევეცადეთ, რომ ჩვენებურად გაგვეკეთებინა, თავიდან გაგვეცოცხლებინა. მგონია, რომ ძალიან დადებითი მუხტი მოდის და შეიყვარებენ“ – გელა გნოლიძე

1104
გგ

რადიო „არ დაიდარდოს“ გელა გნოლიძე სტუმრობდა. მომღერალმა მსმენელს „ღამის შოუს ბენდის“ ახალი ნამუშევარი „ჩვენებური სიმღერა“ წარუდგინა და სამომავლო გეგმების, დაგეგმილი კონცერტების შესახებ ისაუბრა.

გელა, მოგვიყევი ახალი სიმღერის შესახებ.

ეს სიმღერა ძალიან უყვარდა ხალხს და დღემდე ძალიან უყვარს. შევეცადეთ, რომ ჩვენებურად გაგვეკეთებინა, თავიდან გაგვეცოცხლებინა და ჩვენი შესრულებით შეგვეყვარებინა ჩვენი მსმენელისთვის. მგონია, რომ ძალიან დადებითი მუხტი მოდის და შეიყვარებენ.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ მუშაობას, სიმღერების შექმნას. ნოემბერში კონცერტს ვგეგმავთ და სულმოუთქმელად ველით. რამდენიმე, პატარ-პატარა კონცერტი რეგიონებშიც გვექნება. მანამდე, ტელეეკრანიდან არ მოვაკლებთ მსმენელს ახალ სიმღერებს.

გადაცემის ჩანაწერი:

გელა გნოლიძე & ღამის შოუს ბენდი – ჩვენებური სიმღერა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები