„ღვინო დუდუკი ქალების” სტუმარი ტატო გოდერძიშვილი იყო, მან გადაცმის ფარგლებში შემოქმედებით გზაზე და 13 ივნისასდმი მიძღვნის საქველმოქმედო კონცერტზე ისაუბრა. პირდაპირ ეთერში შინდისის გმირებისადმი მიძღვნილი სიმღერის პრემიერა გაიმართა.
შეგიძლია გვითხრა როდის გამოჩნდი პირველად ასპარეზზე, ვიცი რომ ძალიან ბევრი პირველი ადგილი გაქვს და ბევრი გრანპრი ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ, თუმცა ჯერ გვითხარი ტრამპლინი საიდან იყო ?
ჩემი საუბარი და სიმღერა თითქმის ერთდროულად დაიწყო, მაშინ ვიყავი 4 წლის და 1984 წელს მქონდა უკვე ბედნიერება, რომ რობერტ ბარძიმაშვილის ანსამბლ „ლახტში“ მემღერა ბატონ ლევან ლაზარიშვილთან ერთად. ყველაზე პატარა წევრი ვიყავი, რა თქმა უნდა ბევრი რამ არ მახსოვს, თუმცა, რასაც მიყვებიან ვხალისობ ხოლმე, რადგან საოცარი ისტორიები იყო ჩემს ირგვლივ. 5 წლის ასაკში 1984-ში უკვე ორი საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი და ორი ოქროს მედლის მფლობელი ვიყავი, ეს ორივე მედალი მეკიდა გულზე, ალეკო ბერძენიშვილი გამოვიდა კულისებში და ხედავს ამ ჩემს ჩამოკიდებულ მედლებს და მეუბნება, რომ ეხლა მაჩუქეს პატარა მანქანა და თუ გამიცვლიო, მე ვუთხარი რაზეა საუბარი და გავუცვალე ოქროს მედალში. სახლში რომ მივედი დედაჩემი მეკითხება მედლები სადარის შვილოვო და დედა აგერ მანქანა მოვიტანეთქო ვუთხარი, ასეთი ისტორიები მქონდა .
შევეხოთ იმ სიმღერას, რომელიც შენ დაწერე შინდისის გმირებზე და ჩვენთან დაპრემიერდება…
ეს სიმღერა ჯერ არ ჩაწერილა სრულყოფილად, თუმცა, გადავწყვიტე დღეს შემომეთავაზებინა თქვენი არაჩვეულებრივი მსმენელისთვის. ეს სიმღერა კი გახლავს ჩვენი უძვირფასესი და უნიჭიერესი კომპოზიტორის ბატონ ნუგზარ თუშიშვილის, ლექსი კი გახლავთ ჩემი ბიძაშვილის ნიკოლოზ გოდერძიშვილის. შინდისის გმირებზე სულ ცოტახნის წინ შეიქმნა ფილმი , ისე მოხდა, რომ ეს სიმღერა აუცილებლად მიემბება ამ ფილმს. ეს სიმღერა მინდა მივუძღვნა ჩვენს გმირებს, რომლებიც სამშობლოს შეეწირნენ

ემზადები ალბათ 13 ივნისის საქველმოქმედო კონცერტისთვის, დეტალები გაგვაცანი…
13 ივნისი ყველა ქართველის ტკივილია, ეს დღე გახლავთ ასევე დავით გარეჯელის ხსენების დღესასწაული, მინდა აქვე ავღნიშნო და კიდევ დიდი მწუხარება გამოვთქვა იმ დაღუპული ახალგაზრდების წინაშე, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ ახალგაზრდა თაობამ მათი სახელები არ დაივიწყოს.
ვინ მონაწილეობს კონცერტში ?
ჩემი მეგობრები სოფო ბედია, ნოდიკო ტატიშვილი, დათუნა მგელაძე, ელენე ფოჩხუა, ზურა მანაგაძე, ლაშა რამიშვილი, სალომე ბაკურაძე, ზურა ხაჩიძე, გიორგი წიკლაური, თემურ წიკლაური, კახა ჭუმბურიძე, მერაბ ვარდოსანიძე, ჩემმა მზემ ჩვენი გილიგა, კაკი ბოლქვაძე, გია (ნიკოლშოუ), ნუგზარ კვაშალი, ზურა კობეშავიძე, ბესო კალანდაძე, გივი ფიჩხნარიშვილი (ხალხურების მომღერალი), ნათია ქოროღლიშვილი და ციური მჭედლიძე.
მადლობა მობრძანებისთვის…
ტატო გოდერძიშვილი – „ამ ღამეს”
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ტატო გოდერძიშვილი – ჩემი აღარა ხარ მორჩა. Live
ტატო გოდერძიშვილი. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები

