რადიო „არ დაიდარდოს“ გადაცემას „ღვინო, დუდუკი, ქალები” მომღერალი გიორგი წერეთელი სტუმრობდა, რომელმაც რომელმაც რადიოს ეთერში ცოცხლად შეასრულა სიმღერა ,,სიმღერაა, მთელი ჩვენი ქონება” და ახალი სიმღერა ,,თან, თან” მოგვიტანა.
,,ვფიქრობ, რომ ამ სიმღერას ყველა შეყვარებული წყვილი შეიყვარებს და აიტაცებს”
მოდი გავიხსენოთ, შენი რომელი სიმღერა გაჰიტდა პირველი?
პირველ რიგში მივესალმები ჩემს მსმენელს, ჯანმრთელობა, სიხარული და სიკეთე მინდა გისურვოთ ყველას. ზაფხულის სითბოთი გავითბოთ გულები და ვიყოთ ბედნიერები. რაც ყველაზე მთავარია ცხოვრებაში, ერთმანეთზე ზრუნვა არ მოგვვაკლოს ღმერთმა. რაც შეეხება ჩემს პირველ გაჰიტებულ სიმღერას, ეს იყო ,,პაჩები და პუჩები”, რომლის მეშვეობითაც გამიცნო ფართო საზოგადოებამ. მადლობა უფალს იმისათვის, რომ შემაძლებინა და ეს სიმღერა დამაწერინა.
მახსოვს, ჩემს ეთერში სიმღერაც კი გაქვს დაწერილი, როგორ მოგდის თავში სიმღერის წერის იდეა?
ყოველთვის ვამბობ, რომ აქსიომაა ჩემთვის, როდესაც მეკითხებიან თუ როგორ ვწერ ლექსებს. ვფიქრობ, რომ ყველაფერი არის უკვე დაწერილი და ღმერთი გვირიგებს ასე ლამაზად ამ შემოქმედებას. რა მისიაც გვაქვს ჩვენს ცხოვრებაში გასავლელი აუცილებლად უნდა გავიაროთ.
ვისაუბროთ სიმღერის პრემიერაზე, რომლის სახელწოდებაცაა ,,თან, თან”..
ეს სიმღერა ეძღვნება ჩემს თამილას. რაღაც, რომ მინდა, სულ ვეძახი თამ, თამ, ამიტომ მოვიფიქრე ეს სახელწოდება ,,თან, თან”. შეიქმნა დიდი სიყვარულით და ჩემი შემოქმედებით. ვფიქრობ, რომ ამ სიმღერას ყველა შეყვარებული წყვილი შეიყვარებს და აიტაცებს.
გიორგი წერეთელი – თან თან
გადაცემის აუდიოჩანაწერი
გიორგი წერეთელი – ვაგიფი. ცოცხალი შესრულება არ დაიდარდოში. Live
გიორგი წერეთელი – ავადა ვარ. Live
გიოგი წერეთელი. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები