რადიო ,,არ დაიდარდოს” და გადაცემას, ,,რადიო დუეტი თაკოსთან ერთად” მომღერალი თორღვა სტუმრობდა, მან ისაუბრა შემოქმედებით ცხოვრებაზე და ახალ პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს ქართული კულტურის გატანას. გადაცემის ბოლოს კი შედგა სიმღერის პრემიერა სახელწოდებით ,,არამიშავს კარგად”
რატომ თორღვა?
თავიდან მთის სიმღერებს ვმღეროდი, ამიტომ ჩემმა ბიძაშვილმა გადაწყვიტა, რომ მთას ეს სახელი მოუხდებოდა. ნამდვილ სახელს მხოლოდ დედა მეძახის, გადაჩვეული ვარ რომეოს ძახილს. დაახლოებით 7 წელი გავიდა, რაც ამ სახელით მოვინათლე.
როგორ გახდი წარმატებული და როგორ გაგიცნო ხალხმა..
სანამ თბილისში ჩამოვიდოდი, რაიონში თავის გამოჩენის შესაძლებლობა ნაკლები იყო, მე სოფელში დავიბადე და გავიზარდე. ყველაფერი დაიწყო უნივერსიტეტიდან, მივიღე ბევრ საქველმოქმედო კონცერტებში მონაწილეობა. შემდეგ უკვე შევქმენით ტრიო ,,კოპალა”. ნელ-ნელა ასე დავიმსახურე ხალხის სიყვარული. გარდამტეხი ეტაპი მუსიკაში იყო ქუჩაში გამოსვლა, რამაც დიდი ბუმი გამოიწვია. ძალიან ბევრი ადამიანი იღებდა ფოტოს ჩემთან ერთად, სოციალურ ქსელში ვიღებდი ბევრ მეგობრობის თხოვნას. მომძებნეს სხვების ატვირთული ვიდეოებიდან. წერის პროცესი ძალიან მსიამოვნებს, თუმცა საკუთარი სიმღერის მოსმენა არ შემიძლია. პირველი სიმღერა ქუჩაში, რომელმაც ხალხის სიყვარული დაიმსახურა იყო ,,გრძნობა ტრაგიკულად მოხდა”.
როგორია ეს პაუზა, რომელიც კოვიდითაა გამოწვეული..
პანდემიის პერიოდს, რაც ჰქონდა დადებითი სიმღერების წერაა. ასევე მეგობრებმა შევქმენით შემოქმედებითი ჯგუფი, ეს პროექტი მიზნად ისახავს ქართული კულტურის გატანას. გამოვიდა ძალიან კარგი პროექტი, რომელიც პანდემიის პროცესშიც კი არ გაჩერებულა. გვინდა შემოვიკრიბოთ ნიჭიერი ადამიანები, რომლებსაც ნამდვილად უნდათ წარმატების მიღწევა შემოქმედებით ცხოვრებაში. გვყავდა ორი გამარჯვებული: ალექსანდრე სამხარაძე და მიშო სხილაძე, რომლებიც შემდეგ კონცერტზეც წამოვლენ. წინა კონცერტები გვქონდა იტალიაში, რომში, მილანში. ძალიან დიდი მადლობა ემიგრანტებს, რომლებიც გვერდში დაგვიდნენ. მათი დახმარებით სახლის პირობებში სტუდიასაც კი ვაკეთებთ.
როგორ დაიწერა სიმღერა ,,ჩემებური წვიმა”, რომელსაც ახლა შეგვისრულებ?
პანდემიის პერიოდში ვიყავი სოფელში. ვაღიაროთ, რომ იქ ყველაფერი განსხვავებულია, მათ შორის იქაური წვიმაც. ამ პერიოდში ბევრ სიმღერებს ვწერ, ჩემი სეზონია. სწორედ იქ დავწერე სიმღერა, რომელსაც ახლა შეგისრულებთ. მასში გადმოვცემ თუ როგორ ჩანს ჩემი თვალებით დანახული წვიმა და რას მახსენებს ის.
იუთუბ-არხზე ყველაზე მეტი ნახვა შენს რომელ სიმღერას აქვს ?
სიმღერას, რომელსაც ახლა დავაპრემიერებთ და ჩემი პირველი სტუდიური ჩანაწერია, თითქმის ნახევარი მილიონი ნახვა აქვს იუთუბ-არხზე. ადამიანები ერთმანეთს, როდესაც ვხვდებით გამარჯობის მერე ვეკითხებით ,,როგორ ხარ?”. ის კი გვპასუხობს: არამიშავს მეც კარგად. სიმღერაც სწორედ ამაზეა აგებული, რომ ყველას ეუბნები კარგად ხარ, თუმცა ასე არ არის. ვფიქრობ, რომ გავცივდით ერთმანეთის მიმართ, რაც ძალიან გადამდებია. მუსიკა, ტექსტი არის ჩემი, ჩაიწერა ქუთაისის სტუდიაში.
თორღვა – არამიშავს კარგად
გადაცემის აუდიოჩანაწერი
,,თორღვა” – ჩემებური წვიმა. Live
,,თორღვა”- ტანგო. Live
“თორღვა”. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები