LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს სიმღერა ზუსტად 5 წლის წინ დაიწერა. ვიფიქრე, კიდევ ერთხელ გავაცოცხლებ-მეთქი… არ მინანია, რომ გავარემიქსე, უფრო მხიარული, მელოდიური და ლამაზია“ – სოფო ბუთურიშვილი პრემიერით „არ დაიდარდოში“

177
სოფო ბუთურიშვილი

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ სოფო ბუთურიშვილი სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „მიყვარხარ სიყვარულზე მეტად“ პრემიერა შედგა.

სოფო, ვისაუბროთ სიმღერაზე „მიყვარხარ სიყვარულზე მეტად“.

ეს არის ჩემი შემოქმედებიდან პირველი ნამუშევარი და პირველი სიმღერა, რომელიც ცირა ბზიშვილს ეკუთვნის. მადლობა მას, რომ ჩემთვის შექმნა ასეთი ძალიან ლამაზი სიმღერა, რომელიც ხალხმა ძალიან შეიყვარა. ეს სიმღერა ზუსტად 5 წლის წინ დაიწერა. ვიფიქრე, ურიგო არ იქნება, რომ გავარემიქსო ეს სიმღერა, კიდევ ერთხელ გავაცოცხლებ-მეთქი. არ მინანია, რომ გავარემიქსე, უფრო მხიარული, მელოდიური და ლამაზია. სიმღერის არანჟირება მალხაზ რეხვიაშვილს ეკუთვნის.

როგორ გაატარე ზაფხული, რამდენად დატვირთული იყავი შემოქმედებითად?

ზაფხული ძალიან საინტერესო იყო, გარდა იმისა, რომ კონცერტებით შემოვიფარგლებოდი, კურიოზიც იყო ჩემს ცხოვრებაში, მე, სოფო, რომელიც მერვე სართულზე რომ ადის, იქიდან გადმოხედვისაც ეშინია, პარაშუტიდან ჩამოვვარდი. ალბათ, არასდროს აღარ დავჯდები პარაშუტზე.

სოფო ბუთურიშვილი – მიყვარხარ სიყვარულზე მეტად (Remix)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები