LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს სიტყვები არც 24 თებერვალს მითქვამს და არც სხვა დღეს…ეჭვი არ მეპარება, რომ სასამართლო საერთაშორისო ძებნილად არ გამომაცხადებს” – კანდელაკის პასუხი უკრაინის გენპროკურორს

1055
ტინა

თინა კანდელაკი გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას უკრაინის მიერ მის საერთაშორისო ძებნილად გამოცხადებასთან დაკავშირებით საკუთარ Telegram არხზე პასუხობს და უკრაინის ხელისუფლებას ტყუილში ადანაშაულებს.

როგორც კანდელაკი წერს, უკრაინის პროკურატურის განცხადება ბევრ ტყუილს შეიცავს.

თინა კანდელაკი წერს:

“ძვირფასო ირინა ვალენტინოვნა ვენედიქტოვა! მე არ მოგმართავთ “პატივცემულო”, რადგან გენერალურ პროკურორებს პატივს სცემენ არა თავიანთი პოზიციისთვის, არამედ კანონის უზენაესობის მიმართ კეთილსინდისიერი მუშაობისთვის. თქვენს განცხადებას კი ეს არ შეეხება და როცა ამ ტექსტის კითხვას დაასრულებთ, მიხვდებით რატომაც.

თქვენ მადანაშაულებთ, რომ რუს და უკრაინელ მოსახლეობას ვაფრთხილებდი, რომ არ დაიჯერონ ყალბი ცნობები.

კონფლიქტის დროს ყოველთვის ბევრი ტყუილია, როგორც თქვენს ტექსტში. არ ვიცი, როგორი პროკურორები მუშაობენ თქვენთან, ისინი ნამდვილად არ იცავენ თქვენი ფორმის ღირსებას.

ვინც ჩემი საქმე მოგიტანათ, სასწრაფოდ უნდა გაათავისუფლონ სამსახურიდან არაკომპეტენტურობის გამო.

თქვენ ციტირებთ ჩემს 24 თებერვლის ტექსტს, სადაც მე ვწინასწარმეტყველებ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რადას დეპუტატების საზღვარგარეთ გაქცევას და იანუკოვიჩის დაბრუნებას. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ეს სიტყვები არც 24 თებერვალს მითქვას და არც სხვა დღეს. სამწუხაროდ, ეს არ გამორიცხავს უკრაინელი პოლიტიკოსების შესაძლო გაქცევას.

ეჭვი არ მეპარება, რომ სასამართლო, რომელსაც თქვენ მიმართეთ უყურადღებოდ დატოვებს თქვენს წინადადებას და საერთაშორისო ძებნილად არ გამომაცხადებს”, – წერს თინა კანდელაკი.

უკრაინული ხელისუფლება თინა კანდელაკს სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლის მე-2 ნაწილში ადანაშაულებს, რაც გულისხმობს: “კონსტიტუციური წესრიგის იძულებით შეცვლის ან დამხობის, ან სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების, უკრაინის ტერიტორიის ან სახელმწიფო საზღვრის/საზღვრების შეცვლის მიზნით ჩადენილი ქმედებების დაფინანსებას.”

მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო რუს სპორტსმენებს ამ რთულ პერიოდში: თინა კანდელაკი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g