LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს თაობა თავს არავის გამოაყენებინებს – მამა პეტრე კოლხი საპროტესტო აქციებზე

172
20170124162514399015344

მამა პეტრე კოლხი საზოგადოებაში არსებულ პროტესტს უერთდება. გუშინ ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიმდინარე აქციას შეუერთდა.

მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, მოძღვარი აზრს “ფეისბუქზე” გამოთქვამს.

“გუშინ ვიდექი საზოგადოების ყველაზე ღირსეულ ნაწილთან-სტუდენტებთან. ისინი არამარტო 20 ივნისის ღამეს აპროტესტებდნენ, აგრეთვე ემიჯნებოდნენ წინამორბედი ხელისუფლების აქტივობას, რადგან მეხსიერებიდან არ წაშლილა 26 მაისის სასაკლაო.

სულ ვიტყვი, ეს თაობა თავს არავის გამოაყენებინებს. სულ ტყუილად იჭაჭებიან ყოფილი თუ მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები. ორივე მხარე რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. კომბლების ისტორია შესავალი იყო. ზოგიერთ “მართლმორწმუნეს” ვიღაცის ინტიმური ცხოვრების დევნა უფრო დიდ საქმედ მიაჩნდა, ვიდრე ოკუპანტი რუსეთის გაპროტესტება.

ხმის ჩახლეჩამდე ნუ იკივლებთ, რომ ლგპტ თემს ევროპა აფინანსებს და არ უნდა გაძლიერდნენ. სამაგიეროდ მათ მოწინააღმდეგეებს რუსეთი უმაგრებს ზურგს. სხვაობა ამ ორ მხარეს შორის თითქმის არ არსებობს. დროა საზოგადოება გამოფხიზლდეს და იმაზე მეტი დაინახოს, ვიდრე “შავჩოხიანი რაინდი” მეტყველებს.

და კიდევ, ვერ ვიღებ საყოველთაო გამოსვლას, რომელიც პატრიარქს აქილიკებს და “მაჯლაჯუნას” უწოდებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უწმინდესის ასაკს მსგავსი რეპლიკები არ ეკადრება. მოკლედ, მთავრობის მოღალატურ ქმედებას ყველა სათავისოდ იყენებს. ოღონდ რაც არ უნდა ბჭობდეთ, მაინც ღმერთი განაგებს!”, – წერს პეტრე კოლხი ფეისბუქზე.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g