ეს ის თაობაა, რომელიც არავის აპატიებს ძალადობას, დამცირებას, სიყალბეს და არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ მისცემს გასაქანს, ვისი არსებობაც ამ მეთოდებზეა დამყარებული, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თავისუფლების მოედანზე ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„თქვენ ხართ თავისუფალი თაობა, რომელიც არასოდეს მოითმენს ვინმეს მხრიდან ჩაგვრას. ეს არის ამაყი თაობა, რომელიც არასოდეს აიტანს ვინმეს მხრიდან დამცირებას. ეს არის გონიერი თაობა, რომელიც არასოდეს დაიჯერებს ვინმეს მხრიდან პროპაგანდირებულ სიცრუეს. ეს ის თაობაა, რომელსაც ვეღარავინ ეტყვის შავზე თეთრს და თეთრზე შავს. ეს ის თაობაა, რომელიც არავის აპატიებს ძალადობას, დამცირებას, სიყალბეს და არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ მისცემს გასაქანს, ვისი არსებობაც ამ მეთოდებზეა დამყარებული,“ – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა 27 ნოემბერს გახდა და 2020 წლის მაისამდე იქნება.
თავისუფლების მოედანზე, "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებული ღონისძიება მიმდინარეობს
აქციაზე „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პარტიის ლიდერები: კახა კალაძე, გია ვოლსკი, ასევე მინისტრები, დეპუტატები და წევრები იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა 27 ნოემბერს გახდა და 2020 წლის მაისამდე იქნება.
